კილაძე ცდილობს გაამართლოს ამ ახალგაზრდა კაცის საწოლში მოკვლა
2018-01-11 17:16:09
loading...
  • როდესაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, მე მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და მე მგონია, რომ ნამდვილად არის აქ იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული და ამას არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები, ამას ერთ-ერთი განვითარებული, დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყნის შს მინისტრიც კი ამბობს“ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა

    კილაძეს ლევან ფესვიანიძე პასუხობს. ანუ, ამ ქალბატონის აზრით, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ, ვიდრე ჩვენს სუს-ს? ასე რომ არ იყოს, საქართველოში გამოძიება ხომ უკვე დასრულებული იქნებოდა?
    თუ ეს ასეა, მაშინ სუს-ის ხელმძღვანელობა არის დასათხოვნი თანამდებობისთვის შეუსაბამობის მიზეზით და ქალბატონმა კილაძემ ამის შესახებ ღიად უნდა განაცხადოს.
    თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ ქალბატონი კილაძე ცდილობს შეცდომაში შეგვიყვანოს და გაამართლოს ამ ახალგაზრდა კაცის საწოლში მოკვლა (არ აქვს მნიშვნელობა, აღმოჩნდება მოკლული ტერორისტების მხარდამჭერი, თუ არა - სიკვდილით დასჯა მას არცერთ შემთხვევაში არ ეკუთვნოდა).
    ორივე შემთხვევაში ამ განცხადებით კოლაძემ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. 
    არ ურჩევნოდა უბრალოდ პირი არ გაეღო?

     



  • loading...
    Загрузка...