--
სკანდალი-აშშ-ის სენატი: ტელეკომპანია ობიექტივი რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული
2018-01-11 13:00:31
  • ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ოთხშაბათს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით - „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“. რომელშიც რუსეთს ადანაშაულებს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

    დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება და 2008 წლის ომი, დეტალურად არის მიმოხილული, ყურადღება კი რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერომზეც არის გამახვილებული. ერთ ნაწილში კი რუსეთის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზე და საქართველოში პრორუსული პარტიების დაფინანსებაზეა საუბარი.

    „საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმების მიღმა, რუსეთის მთავრობა მხარს უჭერს სხვადასხვა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროპაგანტისტულ მცდელობებს ქვეყანაში.

    მაგალითად, როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „ობიექტივი“ რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და მხარს უჭერს ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“. „ობიექტივის“ ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი დაეხმარა „პატრიოტთა ალიანს“ 2016 წლის არჩევნებზე.

    საქართველოში რუსული პროპაგანდა უცნაურია.

    მაგალითად, რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს“ იყენებს საქრთველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე პრორუსული ჯგუფია აქტიური, მათ შორის სტრატეგიული სწავლების რუსული ინსტიტუტი და ფონდი „რუსკი მირ“ , ორი ცნობილი ინსტიტუტი, რომელსაც კრემლი საზღვარგარეთ თავისი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

    მიუხედავად მიმდინარე ზეწოლებისა, 2014 წლის ივნისში, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება - ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, ორივე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, 2015 წლის დეკემბერში , ქვეყანამ მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 2014 წელს, კი ნატო-ს უელსის სამიტზე, ალიანსმა დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მოიცავს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერების შესაძლებლობას, წვრთნებს, კავშირების გამყარებას და მოკავშირე ძალებთან ურთიერთობების განვითარებას” - ნათქვამია ანგარიშში.

    ანგარიშის თანახმად, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ, აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების მკვეთრი შემცირება მოითხოვა.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...