ქვემო ქართლში 18 წლის გოგო გაიტაცეს
2018-01-11 08:40:44
  • ქვემო ქართლში, ცოლად მოყვანის მიზნით, 18 წლის გოგო გაიტაცეს.

    ინფორმაციას სააგენტო on.ge -ი ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს ორიდან ოთხ წლამდე. 

    უწყების ინფორმაციით,  მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ჩანიშნულია ექსპერტიზა.



  • loading...