რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია -მთელი ხეობა აღელვებულია პანკისში სიტუაცია შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს
2018-01-11 07:47:18
loading...
  • პანკისის ხეობაში რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გამოძიების სამართლიანად წარმართვას და მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას ვერ შეძლებს, სიტუაცია რეგიონში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს.

    „საფრთხე, რომელიც ახლა დგას მთელი საზოგადოების წინაშე ამ უნდობლობის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოება არ ენდობა ხელისუფლების განცხადებებს, შეიძლება ჩვენმა მტერმა, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენოს ეს სიტუაცია იმისათვის, რომ ესკალაცია მოახდინოს ურთიერთობებში ადგილობრივი მოსახლეობის და ხელისუფლების,“-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

    კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე საუბრობს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვაა.

    „რაც ვერ იქნება ჩვენი ინტერესი არის ის, რომ საქართველო შეირაცხოს როგორც ტერორისტების თავშესაფრად, განსაკუთრებით პანკისის რეგიონი,“-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

     

    პანკისის ხეობის მოსახლეობა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ადგილობრივები მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას მოითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ.

    „მოსახლეობა და მთელი ხეობა აღელვებულია“ - ამბობს დუისში მცხოვრები მურად ალდამოვი.

    „გამოძიება, არ მგონია, სამართლიანად ჩატარდეს. უკვე გვქონდა ამის პრაქტიკა ლაფანყურთან მიმართებაში, სადაც იძიეს, იძიეს, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ გამოძიება და საქმეს გრიფი „საიდუმლო დაადეს“. ახლაც ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მოსახლეობა და მთელი ხეობა აღელვებულია და ყველა იმას ითხოვს, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად. მთავარი კითხვა გვაქვს, თუ რატომ მოხდა ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება. სპეცრაზმის საჭიროება და ასეთი ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა",- აღნიშნა ალდამოვმა.

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩაკლიკაშვილი გუშინ დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი ეჭვობს რომ პაციენტი აპარატიდან გამორთეს.



  • loading...
    Загрузка...