--
მაჩალიკაშვილების ადვოკატის სკანდალური განცხადება-თემირლანს ხელყუმბარა სროლის მერე ჩაუდეს
2018-01-11 07:36:34
  • ავსტრია იმ მიზეზებს განმარტავს რის გამოც 19 წლის ახმედ ჩატაევის სამკურნალოდ მიღებაზე თქვა უარი. ავსტრიული მედიის ინფორმაციით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით თქვა.

    „ჩვენთვის ძალიან სარისკოა ტერორიზმთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირისთვის ავსტრიაში შემოსვლაზე ნებართვის მიცემა. მისი ვენაში მკურნალობა იქნება სერიოზული საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თქმით არსებობდა რისკი, რომ მის დასახმარებლად ან გასათავისუფლებლად გარკვეულ ძალებს სისხლიანი ოპერაცია განეხორციელებინათ.

    ავსტრიის შს მინისტრის ჰერბერტ კიკლის თქმით ტერორისტ აჰმედ ჩატაევის პოტენციური დამხმარის ქვეყანაში შეშვება დაუშვებელია.

    „უსფრთხოების თვალსაზრისით, ტერორიზმში ეჭვმიტანილების ავსტრიაში შემოყვანა აკრძალულია- ეს ეხება სამედიცინო მომსახურებასაც“- განაცხადა მინისტრმა

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. 10 იანვრამდე ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გუშინ კი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...