--
ზუგდიდიში ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა
2018-01-10 16:33:06
  • ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

    ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ იყო.

    მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

    ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

    1tv.ge



  • loading...
    Загрузка...