ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი ავარიაში მოყვა
2018-01-10 14:57:30
  • ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ.დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება

    http://odishinews.ge



  • loading...