ამ მძიმე ფაქტს მკვლელობას შეესწრო პირთა ფართო წრე, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან - შს მინისტრის მოადგილე
2018-01-09 12:09:52
loading...
  • თბილისში მომხდარ განზრახმკვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს, თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. 

    "მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან... სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლიივ მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს, რათა დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

    19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...