ჯერ მოკლა, შემდეგ კი მტკვარში გადააგდო- შსს-მ 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 6 პირი დააკავა
2018-01-09 10:28:25
  • შინაგან სამეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. 
    მისი თქმით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს. 
    ამასთან, დაკავებულია 5 პირი, რომლებიც შს მინისტრის მოადგილის თქმით, 29 დეკემბერს მომხდარი მკვლელობას თვითმხილველები არიან, თუმცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დამალეს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. 
    "დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შემსწრე, ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. 
    ამ ეტაპზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5 პირი. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7 -დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ყელისა და გულ-მკერდის არსეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის ცხედარი მდინარე მტკვარში გადაგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, უკვე დაკავებულები არიან. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს" - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

    newposts.ge



  • loading...