Загрузка...
"ღამე იყო შტაბში ავტომატებით შეიარაღებული,  ხალხი შემოვიდა და დაიწყეს სროლა"
2017-10-20 12:21:33
loading...
  • მარნეულში, "ქართული ოცნების" შტაბში სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ ის პირები, რომლებიც გუშინ მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.

    საავადმყოფოში დღეს დილიდან იმყოფებიან მშობლები დაშავებული ადამიანების რომლებიც ამბობენ რომ მომხდარის შესახებ მათ არაქვ იმფორმაცია რა გახდა დაჭრის მიზეზი და აღნიშნავენ რომ  მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

    "ღამე იყო შტაბში ავტომატებით შეიარაღებული,  ხალხი შემოვიდა და დაიწყეს სროლა, კონფლიკტი და დაპირსპირება არ ყოფილა" აცხადებს ერთერთი დაჭრილის დედა

    „ქართული ოცნების“ წევრებმა მარნეულში საარჩევნო შტაბში შეკრება ცოტახნის წინ დაიწყეს. ადგილზე იმყოფება " ქართული ოცნების" მარნეულის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე. გიორგაძე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარი პარტიის შიდა დაპირისპირებას არ უკავშირდება.

    „გამოძიება მიმდინარეობს და გასცემს საბოლოო პასუხს, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩვენ „ქართული ოცნება“ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობიან პერიოდში ჩავატაროთ არჩევნები და დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს. გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება, ეს არის გამორიცხული და აბსოლუტური სისულელე,“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ.

    თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში გვიან ღამით მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა 5 ადამიანი. ამ დრომდე მძიმეა დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა, მათ გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.



  • Загрузка...
    loading...
    loading...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...