Загрузка...
ეს არის „ქართლი ოცნების“ სახე, რა მოხდა "ოცნების" შტაბში? შიდაპარტიულ დაპირისპირება
2017-10-20 11:26:26
loading...
  • მარნეულში, ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან მომხდარი სროლა შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება - ამის შესახებ განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ წევრები აკეთებენ. პარტიის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად შიდა დაპირისპირებას ასახელებენ.

    მათივე თქმით, მომხდარი „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატების, ამირან გიორგაძის და თეიმურაზ აბაზოვის გვარებს უკავშირდება. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატის შეცვლის შემდეგ მარნეულში დაწყებულ აქციებსა და დაპირისპირებაზე.

    „ეს არის „ქართლი ოცნების“ სახე, დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართლი ოცნება“ და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. ვუყურეთ გიორგი მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდა პარტიული დაპირისპირება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.


     



  • Загрузка...
    loading...
    loading...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...