Загрузка...
რა მოხდა სოფელ შილდაში:გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს შიშველი იყო და მრავლობითი დაზიანება ჰქონდა
2017-10-18 21:15:04
loading...
  • ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონა შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ნათესავები ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე, გოგოს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებსაც ჰქონდათ.

    ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გოგონა მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ მან თავი მოიკლა.

    მეზობლები იხსენებენ, რომ ოჯახში ხშირად პოლიციას იძახებდნენ. ერთი კვირის წინ ეკა ნაქევხრიშვილი ხელზე ტრავმებით ნახეს.

    24 წლის გარდაცვლილის დედის მტკიცებით, შვილის გასვენებაში წასვლის უფლებას სიძის ნათესავები არ აძლევენ. 

    საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

    სიუჟეტი იხ მოცემულ ბმულზე http://rustavi2.ge/ka/news/87725



  • Загрузка...
    loading...
    loading...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...