Загрузка...
თვითმხილველის კადრები: აივანზე ვიღაც გამოჩნდა და ჰაერში პატარა სხეულმა გაიელვა...
2017-10-18 10:57:49
loading...
  • ქუჩაში მიმავალ ბიჭს კორპუსის ზედა სართულიდან ქალის კივილი შემოესმა. მაღლა აიხედა, მეხუთე სართულის ფანჯრებიდან გამოვარდნილი სქელი კვამლი დაინახა და მაშინვე კამერა მოიმარჯვა…

    რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვკის“ მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ისეთი სისწრაფით ღვივდებოდა, რომ მეხანძრეების იმედად ყოფნა უკვე გამორიცხული იყო — ბინაში მყოფები ან აივნიდან უნდა გადმომხტარიყვნენ, ან მტანჯველი სიკვდილი ელოდათ.

    და ოჯახმა გადმოხტომა გადაწყვიტა იმ ადამიანების იმედად, რომლებიც აივნის ქვეშ შეკრებილიყვნენ და სახელდახელო სამაშველო ბადე მოეწყოთ იმით, რაც უცბად იპოვეს.

    მერე აივანზე ვიღაც გამოჩნდა და ჰაერში პატარა სხეულმა გაიელვა…

    საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა — უცნობმა კეთილმა ადამიანებმა მთელი ოჯახი გადაარჩინეს.

    sputnik-georgia.com


  • Загрузка...
    loading...
    loading...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...