Загрузка...
«კრედოს» თანამშრომელი დამემუქრა, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...»
2017-10-13 18:02:28
loading...
  • ცოტა ხნის წინ «ალიას» სააქციო საზოგადოება «კრედო ბანკის» სათავო ოფისის სისტემების მხარდაჭერის განყოფილების ყოფილიუფროსი თამარ კაჭარავა დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ის «კრედო ბანკმა» სამსახურიდან გამოუშვა, თან «კრიმინალი» ეძახეს და დაემუქრნენ, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...»

     

     

    - ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებრივად მივედი სამსახურში და მაგიდაზე არ დამხვდა ჩემი ლეპტოპი. როდესაცმოვიკითხე, მითხრეს. - შენმა უშუალო უფროსმა ბექა ურუშაძემ წაიღოო. ავედი ბექასთან, რომელიც აიტი-მენეჯერია და ვკითხე, რაში იყო საქმე. მან მიპასუხა: შენ ხარ კრიმინალი, ძალიან ცუდი რაღაცები გაქვს «კრედოში» გაკეთებული და მოდი, ჯობია, თავად ისაუბრო ამასთან დაკავშირებითო. თუ არადა, შესაბამისი სამსახურებიგაიგებენ და ციხეში გაგიშვებენო.

    - კონკრეტულად როდის მოხდა ეს ამბავი?

    - ამა წლის 10 აპრილს. როდესაც ვკითხე, რაშია საქმე, რატომ მეუბნები ასეთ რამეს-მეთქი? მიპასუხა: შენიახლობლის, კერძოდ, დედაშენის ანგარიშზე (რომელიც «კრედოს» კლიენტია სამი წლის განმავლობაში) 300 ლარიგაქვს გადარიცხულიო. საერთოდ, «კრედოს» ძალიან დიდი პროცენტები აქვს და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა ახლობლებმა თუ ნათესავებმა, «კრედოდან» სესხი არ გაიტანონ. დედაჩემი კეთილსინდისიერი კლიენტი იყო, განვადებებზე ყოველთვის დროულად იხდიდა ფულს და თვითონ ეხვეწებოდნენ, მოდი, წაიღე რამეო. იმ 300 ლარსდედაჩემი ვერც გაიტანდა, საერთოდ, ვერც ერთი კლიენტი ვერ გაიტანს თანხას, რადგან «კრედოს» არტიჯიესემი არაქვს, შესაბამისად, არ აქვს ისეთი ანგარიშები, როგორიც ბანკებს აქვთ - ვგულისხმობ მრავალციფრიან, გრძელანგარიშის ნომრებს, რომ ზედ გადარიცხვა გააკეთო, ან თანხა გაიტანო, ან ბარათი გქონდეს, რომ თანხაბანკომატიდან გაიტანო. «კრედოს», როგორც სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქვს ვირტუალური, რამდენიმეციფრიანი ანგარიშები, სადაც კონკრეტულ სესხს სვამენ, იქ ხდება თანხის ჩამოჭრა და ა.შ.

    - უშუალოდ უფროსთან საუბარი როგორ გაგრძელდა?

    - მე ვუთხარი: ან ვიღაცამ გამიჩალიჩა ეს, ან მე შემეშალა-მეთქი და ვუთხარი, აუდიტებმა გადამამოწმონ-მეთქი დაშვებულებაში გამიშვეს. «კრედოს» ათი წლის თანამშრომელი ვიყავი, პირველი ოთხი წელი საერთოდ შვებულებისგარეშე ვმუშაობდი, 15 ფილიალს ვუვლიდი მარტო, დღეს ამ ფილიალების რაოდენობა 65-ია. ოთხი წლის მერევთქვი, - საერთოდ წავალ სამსახურიდან, რადგან ასე აღარ შემიძლია-მეთქი. ყოველდღე ღამის 10 საათამდე ვიჯექი, ძალიან ბევრ ისეთ საქმეს მაკეთებინებდნენ, რისი გაკეთებაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობებში, მაგრამ მაინცვაკეთებდი, განვვითარდები, დამაწინაურებენ-მეთქი. მპირდებოდნენ კიდეც, - შენ თუ ამას გააკეთებ, დაგაწინაურებთო, ხელფასს მოგიმატებთო, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა. მუშაობის მეხუთე წელსამიყვანეს ერთი დამხმარე, მერე - მეორე და ბოლოს უკვე ხუთი დამხმარე მყავდა... ისევ თემას დავუბრუნდები - დედაჩემის ანგარიშზე რა გადარიცხვა იყო განხორციელებული, თვალით არ მქონდა ნანახი, არ მაჩვენეს მანამ, სანამსარჩელი არ შევიტანე სასამართლოში და შესაგებელი არ გამომიგზავნეს.

    - არც აუდიტის დასკვნა გაჩვენეს?

    - არა. გამოვითხოვე ეს დასკვნა და არც ეგ მომცეს. ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტა რა მოხდა-მეთქი. ამ ყველაფრისმერე, ორი კვირის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი, ნევროპათოლოგისგან ცუდი დიაგნოზი მქონდადასმული და ანტიდეპრესანტი დამინიშნეს, რომელსაც იმ პერიოდში ვსვამდი, როცა ეს შეცდომა მოხდა. სამსახურიდან გაშვების შემდეგ, ისევ მივედი ექიმთან, გადავამოწმე ჩემი მდგომარეობა და შფოთვითი აშლილობადამიდგინეს. მაქვს, ასევე, ძვლის სიმკვრივის დაქვეითება, რადგან სულ ოფისში ვიჯექი. დღეს არ მაქვს არცსამსახური, სახლი ისედაც არ მქონდა, ჩემს დასთან ვცხოვრობ და ამ ეტაპზე, ვერ ვმკურნალობ... ოთხჯერდამიბარეს სამსახურში, აუდიტმა გადაამოწმა, დადო დასკვნა, რომელიც მერე ვნახე და მასში წერია: «კრედოს» ნული ზიანი მიადგა ამ შეცდომით, უბრალოდ, ტრანზაქცია არასწორია და უნდა გააუქმოთო, სხვა არაფერი უწერიააუდიტს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი არასწორი გატარებები ძალიან ხშირად ხდებოდა «კრედოში», რომელსაცვასწორებდი ხოლმე მე, ჩემი განყოფილება იყო იმისთვის, რომ მსგავსი არასწორი გატარებები გაგვესწორებინა დაამას გარდა, კიდევ ძალიან ბევრი რამის კეთება მევალებოდა.

    - თავად როგორ თვლით, რა მოხდა?

    - არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმემ შეგნებულად გამიკეთა ასეთი რამ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომტექნიკურად შემშლოდა, რადგან ჩვენ ყოველი თვის ბოლოს გარდაცვლილ კლიენტებს ვფარავთ ხოლმე დაშემოსავლებიდან თანხებს ვატრიალებთ. აი, ზუსტად იგივე ტრანზაქციებს ვაკეთებთ, რასაც ისინი მედავებიან და არარის გამორიცხული, «ქოფი-ფეისტის» გამო მექანიკურად შემშლოდა. ასეთი შეცდომა ძალიან ბევრი მომხდარა, ჩემსდაქვემდებარებულებსაც შეშლიათ და სხვის ანგარიშზე დაუსვიათ თანხები.

    - იმ ათი წლის განმავლობაში, რაც თქვენ «კრედოში» მუშაობდით, მოგსვლიათ რაიმე ასეთი, ან სხვა ტიპისშეცდომა?

    - არა, ნინო.

    - მაშინ რაში უნდა აწყობდეს «კრედოს» მენეჯმენტს ისეთი ადამიანის სამსახურიდან გაშვება, რომელსაცშეცდომები არ დაუშვია და რომელსაც მუშაობის ათწლიანი სტაჟი აქვს? რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

    - მე ვფიქრობ, ჩემი სამსახურიდან გაშვება ამ შეცდომის გამო არ მომხდარა, რადგან მათ უფრო სხვა მიზნებიამოძრავებდათ საამისოდ. მე ბევრი თანამშრომელი ვიცი, რომელიც რეალურად «კრედოდან» გასაგდებია, სრულიპასუხისმგებლობით ვამბობ ამას: ვიცი, ვის რა აქვს ნაკეთები და როგორც ჩანს, არ უნდოდათ ხმამაღლა მესაუბრა ამთემებზე. ჩემი დამხმარეებიდან ოთხი ბიჭია, ერთი არის მარკეტინგის მენეჯერის დეიდაშვილი და ასევე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ძმაკაცი; ამ ბიჭს მართლა ისეთი დანაშაული ჰქონდა საქმიანობაშიჩადენილი, რომ მართლა ზიანი მიადგა «კრედოს» ამით. ამის მიუხედავად, მას მხოლოდ საყვედური მისცეს დადატოვეს სამსახურში, თამარ კაჭარავას კი არც საყვედური მისცეს, არც გაფრთხილება (ზოგადად, არასდროს არმიმიღია მუშაობის დროს ასეთი რამე) და პირდაპირ სამსახურიდან გამიშვეს. ოთხჯერ რომ შემხვდნენ, პირველივეშეხვედრა მუქარით დაიწყეს, - დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...

    - ვინ ამბობდა ამას?

    - ბექა ურუშაძე. ამას ამბობდა იმიტომ, რომ თითქოს მე და დედაჩემი მორიგებულები ვიყავით და ის 300 ლარიიმიტომ დავურიცხე თურმე დედაჩემს... გენერალური დირექტორის სახელით, მე გამათავისუფლეს სხვაადამიანებმა «კრედოში». გენდირექტორს ოფიციალური წერილიც მივწერე, სკაიპშიც მივწერე, მაილზეც და ათიწლის თანამშრომელს ხუთი წუთიც კი არ დამითმო, რომ დამლაპარაკებოდა. საბოლოო ჯამში, მე სამსახურიდანგამიშვა «კრედო ბანკის» დირექტორმა ბანკად ტრანსფორმაციის საკითხებში სანდრო ქუმსიაშვილმა, რომელიცსტიქაროსანია და ოთხჯერ შეხვედრის პერიოდში ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა. ასეთი კითხვა დამისვა: რატომ გაქვს ვალიო? როგორც აღმოჩნდა, ამათ დაიწყეს ჩემი პირადი ცხოვრების გამოქექვა, დაიწყესთანამშრომლების გამოკითხვა, ვინ რა იცოდა ჩემთან დაკავშირებით.

    - ვალი «კრედო ბანკში» გქონდათ?

    - არა, სხვაგან. ადამიანი მაჩვენეთ საქართველოში, ვისაც ვალი არ აქვს აღებული. დაიწყეს საუბარი, რატომ მაქვს მევალი? სანდროს ადამიანურად ვუთხარი: ჩემს ირგვლივ ყველა ნათესავს ვეხმარები-მეთქი, ბებიას მე ვუვლი, დედ-მამა ცალკე ცხოვრობს და იმათაც ვეხმარები, ჩემს დას, რომელთანაც ახლა ვცხოვრობ, სამი შვილი ჰყავს დაბავშვებსაც ცოტ-ცოტას მეც ვუვლი, რითაც შემიძლია. სანდროსთან ჩემს საუბარს ესწრებოდა ადამიანურირესურსების განყოფილების უფროსი ნათია მიხანაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კოტეიოლაშვილი. ამ სამმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, მომიწყვდია, ყვირილ-წივილით დამიწყეს საუბარი, საუბარს არმაცლიდნენ, ისე მეჩხუბებოდნენ, - შენ ხარ ნარკომანიო, ლოთიო, ან საყვარლები გყავს და ფულს იმათ აძლევ, ამიტომაც გაქვს ვალიო, ან კიდევ კაზინოში დადიხარ და თამაშობო... წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის რამხელა სტრესიდა შეურაცხყოფა იყო... ამასთან ერთად, დამაბრალა, რომ თითქოს, რამდენიმე თანამშრომლის ვალი მქონდა«კრედოში» და არ ვუხდიდი. დავურეკე იმ ორ ადამიანს, ხმამაღალზე ჩავრთე ტელეფონი და მოვასმენინე ყველასმათი ნათქვამი, - არანაირი ვალი არ გაქვს ჩვენთანო, რომ თქვეს და ლარიანი არ გითხოვია არასდროს ჩვენგანო. ახლა ბევრ თანამშრომელს დააწერინეს, რომ მე ვალი მქონდა ბანკში და ამის გამო ვწუწუნებდი.

    - თავად გამოგიშვეს სამსახურიდან, თუ განცხადება დაწერეთ?

    - მითხრეს, დაწერე განცხადება წასვლის თაობაზე, მოგცემთ ორი თვის კომპენსაციას, საქმე არ გაგიფუჭდება, სხვასამსახურში რეკომენდაციებს მოგცემთ და ა.შ. თუ არადა, გაგაგდებთო. ვუთხარი, რომ უსამართლობა იყო ამ ფაქტისგამო ჩემი გაშვება და შევთავაზე, საყვედური მომეცით, ან გაფრთხილება, ბოლო-ბოლო, დამაქვეითეთ და ნუგამაგდებთ სამსახურიდან-მეთქი. ის ფინანსური ვალდებულებები მაქვს დასაფარი, თან ჯანმრთელობის პრობლემამქონდა და, ფაქტობრივად, ჰაერში ვრჩებოდი. მაინც გამომიშვეს... იცოდნენ, რომ სასამართლოში სარჩელსაუცილებლად შევიტანდი და ერთ-ერთ სახინკლეში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგოშემხვდა და გაჩერების სანაცვლოდ შემომთავაზა ექვსი თვის ხელფასი. მოველაპარაკები დირექტორატს და რადგანკარგი თანამშრომელი იყავი და ძალიან გვიყვარხარ და იმ 6 თვის ხელფასთან ერთად, ერთწლიან დაზღვევასგაგიკეთებთო. ამასთანავე, თანამშრომლებთან მივიწერებით, თუ თურქეთში წასვლა დაგჭირდება გამოკვლევებზე, ფულსაც აგიგროვებთ და მოგცემთო... ეს ხალხი იმდენად შეეხო ჩემს ღირსებას, იმხელა შეურაცხყოფა მომაყენეს დაისე დამამცირეს, რომ ამ შემოთავაზებას ვერანაირად ვერ დავთანხმდებოდი. ან სამსახურში დამაბრუნეთ, ანსასამართლოთი ვიდავებ აუცილებლად-მეთქი, ვუთხარი. არ გავჩერდები, აქ რომ ყველა ინსტანცია წავაგო, სტრასბურგში წავალ და ჩემს უფლებებს აუცილებლად ბოლომდე დავიცავ!

    - სასამართლოში შეტანილი სარჩელით კონკრეტულად რას ითხოვთ?

    - ვითხოვ განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას...

     უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი:

    - მოგვმართა ამ ადამიანმა, გაგვაცნო საქმის არსი და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად დარღვეულია მისი სამსახურიდანგანთავისუფლების ნორმები. საქმეშია, ასევე, დისკრიმინაციის ნიშნებიც. ამის გამო, ჩავერთეთ საქმეში და ვაპირებთ, ყველა სასამართლო პროცესს დავესწროთ. მიგვაჩნია, რომ თამარ კაჭარავა აუცილებლად უნდა აღდგეს სამსახურშიდა ვაპირებთ, აქცია გავმართოთ «კრედოსთან», რომ ხალხმა გაიგოს, თამარისნაირ თანამშრომლებს ასე ექცევიან დააბსოლუტურად არარეალური მიზეზებით ათავისუფლებენ სამსახურებიდან. კანონიც და მორალიც თამარისმხარესაა და ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რა ხდებამიკროსაფინანსო ორგანიზაცია «კრედო ბანკში».

     «ალია» კომენტარისთვის სანდრო ქუმსიაშვილს 30 სექტემბერს დაუკავშირდა, რა დროსაც ის ტაძარშიიმყოფებოდა და კომენტარი იმ მომენტში ვერ გააკეთა. გაზეთი გამოსასვლელად თითქმის მზად იყო, თუმცავინაიდან ბატონ სანდროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ამიტომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება შემდეგინომრისთვის გადავდეთ. პირველი ზარიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 5 ოქტომბერს, მას ისევ შევეხმიანეთ, თუმცა ამჯერად იგი ბერლინში იმყოფებოდა. , სანდრო ქუმსიაშვილმა გვითხრა, 11 ოქტომბერს არის სხდომა ჩანიშნული და იქამდე კომენტარს ვერ გავაკეთებო. თუმცა, 11 ოქტომბერს სხდომა 8 ნოემბრამდე გადაიდო.

     

     „ალია“, ნინო ლაბარტყავა

     

     

     
     


  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...