Загрузка...
სკანდალი-"ლიკა ქავჟარაძე მ ო კ ლ ე ს და მკვლელი ცნობილია! "
2017-10-13 14:32:54
loading...
  • ლიკა კავჟარაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი შემდეგნაირად  ეხმიანება.

    ლიკა ქავჟარაძე მ ო კ ლ ე ს და მკვლელი ცნობილია! არანაირ თავის მოკვლას არ ჰქონია ადგილი! 
    ეს მკვლელი არის პ ა ტ რ ი ა რ ქ ა ტ ი ! 
    თავისი ქალის “გაღმერთებებით”, “იდეალების” გაფორმებებით (რაც საკუთარი მორალური მისიის არიდების უმდარესი ტაქტიკაა — საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის ქალ-“უბიწობაზე” გადაბარებით). ასეთი გაიდეალებები, გაქალღმერთებები არაადეკვატურს ხდის ადამიანს (ქალს), შემდეგ ეტაპზე კი დგება ქალის მოხმარების, მისი კაცის დასაკმაყოფილებელ ობიექტად ქცევის (გახელებული რომ დასდევენ ქალს და თავს ახვევენ თავის აღტყინებას) პერიოდი — პატრიარქატი ასეთი სტრატეგიებით საერთოდ ყოველგვარ ადამიანობას და სიყვარულს ანადგურებს (ყალბს ხდის), სულს ყოველგვარ სიმშვიდეს უკარგავს. ეს უსაზიზღესი დამოკიდებულება ყველაზე მეტად ვლინდება გამორჩეულ და არასტანდარტულ ფიზიკურ გარეგნობასთან დაკავშირებით — რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ყალბ განდიდებებზე, რომელსაც სარჩულად არანაირი სიყვარულის მოკრძალება და ნამდვილი თაყვანისცემის სიმშვიდე არ გააჩნია. 
    პატრიარქატს (ამ ოფიციალურ და დაკანონებულ მკვლელს), არაერთი მოუკლი (მერლინ მონროს და პრინცესა დაიანას ჩათვლით) და კიდევ არაერთს მოკლავს, სანამ არ გადაშენდ/ჩამთავრდება, ეს უზნეო აღტყინებების ეპოქა. პატრიარქატმა თავისი ისტორიული მისია მოათავა, ფინიშის სწორზე ადამიანები (კაცობრიობა) გაგვიყვანა და როგორც ყველაფერი მისია გამოცლილი სულ უფრო და უფრო სრულფასოვანი ბოროტმოქმედი ხდება...

     

     

     



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...