„ეს რა ახალი კამპანია დაიწყო? ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრას
2017-10-13 11:04:55
loading...
  • „ეს რა ახალი კამპანია დაიწყო? რას ნიშნავს,ჟურნალისტებს აგვიკრძალოს ვინმემ და პროკურატურამ დაკითხვებზე გვატაროს იმის ასახსნელად ,საიდან გვაქვს ესა თუ ის ინფორმაცია!! ერთია,თუ ჟურნალისტი მცდარ ინფოს მიზანმიმართულად ავრცელებს,მაგრამ რატომ ავრცელებს ვინმეს ჩვენებას,თუნდაც დახურული სასამართლო სხდომიდან,ეს კითხვა არ შეიძლება დაისვას დემოკრატიულ ქვეყანაში,ამის ისე მჯერა,როგორც იმის,რომ ინგა მქვია სახელად“ - წერს ინგა გრიგოლია. შეგახსნებთ, რომ ირმა ჭკადუამ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით საქმის აღძვრა მოითხოვა, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. „იცოდა რა ჟურნალისტემა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული“ - ამბობს ჭკადუა.

    ინგა გრიგოლია აკონკრეტებს, რომ ესაუბრა ჭკადუას: „ის ამბობს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრას კი არა,არამედ იმ საქმის გამოძიებას ითხოვს,როგორ აღმოჩნდა გარეთ სასამართლოს ჩვენებები. ანუ მაინც ჟურნალისტიის დაკითხვამდე მიდის საქმე,რასაც მე არ ვეთანხმები, ირმასთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს,თუმცა არ ვეთანხმები. ვნახოთ,სადამდე მივა საქმე. დაგვიბარებენ თუ არა პროკურატურაში,მე პირადად არასოდეს დავასახელებ ჩემს წყაროს“

    თავად ირმა ჭკადუა კი ასე პასხუობს: „არავინ სთხოვს ჟურნალისტს წყაროს დასახელებას, აქ საუბარია სსკ 381 მუხლზე, რაც ყველამ ვიცით, რაც არის“

    ინგა გრიგოლია: „მაინც ჟურნალისტამდე დადის ეგ ამბავი“

    ირმა ჭკადუა: „ეს ამბავი დადის ყველა ადამიანამდე, ვინც სასამართლო გადაწყვეტილებას არ აღასრულებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავინ სთხოვს ჟურნალისტს წყაროს დასახელებას“



  • loading...
    Загрузка...





    BUM.GE