Загрузка...
«მიშა მესხი უახლოესი მეგობარი იყო... ბოლოს არაკაცი ხარ-მეთქი, ვუთხარი»
2017-10-12 20:07:21
loading...
  • ცოტა ხნის წინ, პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ «ფეისბუკის» საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის მთავრობასმიმართავდა - ერთ დროს თანამებრძოლები და წლების მეგობრები რატომ გადაგვკიდეთ ერთმანეთსო? ამასთანავე, ახსენებდა თავის აწ უკვე ყოფილ მეგობარს, დღეს უკვე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელთან ერთადაც«ნაციონალური მოძრაობის» მმართველობას ერთად ებრძოდნენ და ციხეშიც ერთად ისხდნენ, მაგრამ ჯაბაჯიშკარიანის კანდიდატურის წარდგენისას გვერდიგვერდ ვიდექით და არც მომესალმაო...

    «ალია» დეტალების გასარკვევად მელორ ვაჩნაძეს დაუკავშირდა.

    - სანამ მაგ პოსტს დავწერდი, მანამდე ჯაბა ჯიშკარიანზე დავწერე, სადაც აღვნიშნე მისი კაცობა, ადამიანობა დაყველა ის კარგი თვისება, რომელიც მას აქვს. ჯაბა არის ადამიანი, რომელთანაც წლების მეგობრობა და ერთადბრძოლა მაკავშირებს და ამ ყველაფერს ყოველთვის წინ აყენებს, არასდროს ივიწყებს, თუნდაც პოლიტიკურადსხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს რიგ საკითხებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის ადამიანობასა დაკაცობაზე თავს დავდებ. მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც თავის თავში კარგი თვისებები დათრგუნეს. პირდაპირვიტყვი - როგორც ჯაბასთან მქონდა წლების მეგობრობა და ურთიერთობა, შეიძლება იმაზე მეტი მქონდა ლევანგოგიჩაიშვილთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ციხემდე წლები ვებრძოდით რეჟიმს, ციხეში ერთ საკანშიწლები გავატარეთ, ციხის მერეც, სანამ დეპუტატი გახდებოდა, 24 საათი ერთად ვიყავით... შეიძლება იმაზე მეტადგამიხარდა ლევანის დეპუტატობა, ვიდრე მე რომ გავმხდარიყავი. ზოგადად, ყველა ჩემი მეგობრის წარმატებამიხარია, მაგრამ არ მიხარია, როცა ადამიანები იცვლებიან. ჯაბას შემთხვევაში, მგონი, არც ეწყინება ახლა, ეს რომვთქვა - ის სხვებს ეხმარება და ამასობაში, წლებია, თავის ოჯახთან ერთად, დღემდე ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, საკუთარი სახლი არ აქვს. გოგიჩაიშვილი რაღაც სხვანაირად შეიცვალა და მარტო მასზე არ არის საუბარი, ბევრიშეიცვალა კიდევ. ჩემთვის შეიძლება რაღაცები დაუბრალებიათ ვიღაცებს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მე როდესმევინმესთვის თანამდებობა, სკამი მეთხოვოს - არასდროს ყოფილა ასეთი რამ. თავად მე არასდროს ვასხვავებმეგობრებს იმის მიხედვით, ვის რა თანამდებობა უკავია და საერთოდ ამპარტავნების ფაქტორს ვერ ვიტან. როცაადამიანი მიღწეულის შემდეგ შეიცვლება და აღარ რჩება იმ ადამიანად, რომელიც იყო და რის გამოცვემეგობრებოდი, ვაფასებდი - ეს არის ჩემთვის ძალიან საწყენი, ამის გამო კარგავ მერე იმ ადამიანს.

    - რატომ ხდება ასე, სკამი და თანამდებობა რატომ ცვლის ასე ადამიანებს?

    - მგონი, თვითონ მთავრობის პოლიტიკაა, რომ ადამიანებმა ის ურთიერთობები, რაც მათ თანამდებობებისდაკავებამდე ჰქონდათ, შეწყვიტონ. მე პირადად, რამდენჯერმე ჩემი ყოფილი მეგობრის გამო შემრცხვა, თუნდაცლევან გოგიჩაიშვილის გამო. კი, ბატონო, არც მე ვარ უშეცდომო, მაგრამ... მოკლედ, ამბავს გეტყვით: ანადოლიძესთან, გოგოსთან, რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ, რომლისყოფილ ქმართანაც, ირაკლი კაკაბაძესთან ვმეგობრობ, რომელიც გოგიჩაიშვილს ყოველთვის იცავდა, ციხეში რომვიჯექით მე და ლევანი, ყოველთვის გვამხნევებდა და ცდილობდა, ჩვენი იქ ყოფა რაღაცით გაეუმჯობესებინა... ჰოდა, როცა ასეთ ადამიანს, 10-15 წლის მეგობარს, პარლამენტის თავმჯდომარესთან პოლიტიკური შეხლა-შემოხლამოსდის, ის საჯაროდ არ უნდა გააკრიტიკო იმის გამო, რომ ამით შენი პარტიის ლიდერს ასიამოვნო. ლევანსპირდაპირ მივმართე - ანა დოლიძის შემთხვევაში ბოდიშს თუ არ მოიხდი, შენ ჩემი მეგობარი აღარ იქნები და მეცგაგაკრიტიკებ, რომ იგრძნო, როგორი მძიმეა, როდესაც მეგობარი ასე საჯაროდ გაკრიტიკებს-მეთქი. მთელსამეგობროს დაგვწყდა გული, როცა ლევანმა ანა ასე გააკრიტიკა.

     (შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვეტოს განხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს დარბაზში უთხრა, რომ მას პოლიტიკური შეფასებების გაკეთების უფლება არ აქვს. ამის შემდეგ ანა დოლიძემ პარლამენტისთავმჯდომარეს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ლევან გოგიჩაიშვილმა კი მის დასაცავად ანა დოლიძეასე გააკრიტიკა:

    «დოლიძის განცხადება შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, არამედ ინსტიტუტისმიმართ. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თანამშრომლობის რესურსს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომპრეზიდენტს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს, რადგან ამ საპარლამენტო მდივნის ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საუბრის რესურსს ვერ ვხედავ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რაღაცგადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან ამწარმომადგენლის საშუალებით ითანამშრომლოს»)

     

    - გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი შენს მიმართვას და მოიხადა ბოდიში?

    - არაა. ბოლო-ბოლო, კრიტიკის სხვა ფორმა უნდა მოეძებნა, რა. თუ ასე წავიდა საქმე და საკუთარი პოლიტიკურიკარიერა უნდა ააწყოს იმაზე, რომ მეგობრებს დაერიოს, მაშინ მეც მოვიხსნი მორიდებას და მეც ვიტყვი სიმართლეს - ძალიან არ მომწონდა მისი ქმედება და დღესდღეობით, ლევანი ჩემი მეგობარი არ არის და ვეღარ გახდება. არსებობსრაღაცები, რაც არ უნდა გადალახო. კიდევ ძალიან ბევრ ვინმეზე მწყდება გული. როდესაც ადამიანი არაფერსწარმოადგენდი, ყველანაირად შენ გვერდით ვიყავით, თუნდაც პირად პრობლემებში, თუ პოლიტიკურ ფლანგზე დაუცებ... პირდაპირ ვიტყვი - მიშა მესხი, ადამიანი, რომელიც მართლა 24 საათი ჩემთან სახლში იყო, ყველანაირადგვერდში ვედექი... იმდენად ოჯახის წევრივით იყო, ცოლი რომ მოვიყვანე «თაფლობის თვეზეც» კი წავიყვანე, ხომწარმოგიდგენია, რა დონის ურთიერთობა მქონდა მასთან? ბოლოს კი, მისი საქციელებიდან გამომდინარე, უკვეისეთ დონეზე მივედი, არაკაცი ხარ-მეთქი, ვუთხარი. ელემენტარულად გაფართხალდა სადღაც და თავი კაციჰგონია. ამ ამბებში ერთი საინტერესო ფაქტორია: ერთმა თანამდებობის პირმა მითხრა, - მთავრობას აქვს ასეთიპოლიტიკაო, რომ ყველას ეუბნებიან, ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტეთო. ისეთმა ადამიანმა მითხრაეს, რომ 99 პროცენტი დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ასეთი პოლიტიკა აქვს დღეს მთავრობას. მე რომთანამდებობაზე ვიყო და ვინმეს ასეთი რამ ეთქვა ჩემთვის, მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტეო, დავიხურავდიქუდს და წამოვიდოდი იქიდან. ასეთი მიდგომებით ხელისუფლება ნაციონალებს გადაასწრებს ამ ფაქტორში, რადგან «ნაციონალურმა მოძრაობამაც» ვერ მოახერხა თავის დროზე ამ დიდი სამეგობროების დაშლა, მაშინ, როცახალხს ხმის ამოღებისა და ტელეფონზე საუბრის ეშინოდა. დღეს ვიღაცებმა თანამდებობებს რომ მიაღწიეს და თავირაღაც ჰგონიათ, მათ მივმართავ - რაც ჩვენ «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის წლებში გამოვიარეთ, მაგასრომ გამოივლიან, აი, მერე გადმომხედონ ზემოდან, რა. თუ ვინმემ რაღაც შეცვალა დღეს ქვეყანაში და სისტემურიძალადობა არ ხდება, მათში ერთ-ერთი მეც ვიყავი და ნამდვილად არ დავუშვებ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ვიღაცამდანერგოს ის დამღუპველი იდეოლოგია, რაც «ნაციონალების» დროს იყო. თუ ვინმე ამ იდეოლოგიას გააგრძელებს, პირველი ვიქნები, ვინც რეჟიმს შეებრძოლება.

    - ისე, საინტერესოა, «ოცნების» ხელისუფლებას რაიმე თანამდებობა არასდროს შემოუთავაზებია შენთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში?

    - სიმართლე გითხრა, არასდროს მქონია, ვინმეს კაბინეტთან დავმდგარიყავი, ან ლობისტები მეძებნა, იქნებ სადმეშევძვრე-მეთქი. პირდაპირ გეტყვი: სანდრო ბრეგაძემაც კი მითხრა ახლახან, მეც გავიგეო, რომ სიის შედგენის დროსგანხილვა იყო, ძველი მებრძოლებიდან რამდენიმე ადამიანი ხომ არ შევიყვანოთ სიაშიო... აქვე გეტყვი - სერიოზული კონსულტაციები მქონია თუნდაც იმ დროს, როდესაც ჯაბა ჯიშკარიანი გავიდა. ხმები მომდიოდა, რომჩუღურეთის დეპუტატად უნდოდათ ჩემი კანდიდატურა. ეს არასდროს მითქვამს და ახლა თქვენ გეტყვით: რიმაბერიძე 2014 წელს მირეკავს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. საერთოდ არ ვიცნობდი ამ ქალბატონს მაშინ. მირეკავს და მეუბნება: მე 2012 წლის არჩევნების დროს ჩუღურეთში შტაბის უფროსი ვიყავიო და ვიცი, რომ თქვენიქნებით ახლა ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატი და წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი შტაბის უფროსი რომგავხდეო? მსგავსი რამე არ გამიგია-მეთქი, ვუპასუხე. გადის ერთი კვირა და რიმა ბერიძე დაასახელეს ჩუღურეთისმაჟორიტარად... ახლაც ასეთი რაღაც მითხრეს: განხილვა იყო სიისო და ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ ბევრიწასულა, ვაჩნაძე ისეთი ტიპაჟია, მისი კონტროლი ძნელიაო. მართალია, ჩემი კონტროლი ძნელია, იმიტომ, რომ მონაარ ვარ, თუნდაც კენჭისყრაზე ხელი აწიე-ჩამოწიეო რომ დამიწყონ. ამ ყველაფრის გამო, მოძებნეს სხვაკანდიდატურა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომელი ჩემი მეგობრებიც დასახელებულები არიან დღეს, მათ შორისწარმატება მინდა ვუსურვო ძალიან მაგარ ადამიანს მიშა ამაშუკელს, თიკო ნიბლაშვილს - უაღრესად განათლებულდა წესიერ გოგოს... არ მინდა, ახლა ვინმე გამომრჩეს. ჩემი თუნდაც საჯარო გამოსვლებით ყოველთვისდავაფიქსირებ, რომ ეს ადამიანები არიან ღირსნი, იყვნენ საკრებულოშიც, პარლამენტშიც, წამყვანთანამდებობებზე... დაჩი ცაგურიაზეც მინდა ვთქვა, რომელიც სოციალურ ქსელში კომენტარით გამომეხმაურა, - ჩემი ერთი სკამი არ შემარგეთო, და რა, არ მეკუთვნოდაო? მინდა, დავაწყნარო, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს. მევარ ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, უბრალოდ, მაქვს რაღაც პრინციპები და თუ ჩემი უფლებებიდაირღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ამ მთავრობის პირობებში თუ მომავალი მთავრობის - მანამ დავიცავ ჩემსუფლებებს, სანამ პირში სული მიდგას.

     

      „ალია“, ნინო ლაბარტყავა

     
     


  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...