Загрузка...
მკვლელობით დასრულებული ჩხუბი - რატომ მოკლეს ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი
2017-10-11 19:59:56
loading...
  • რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში მკვლელობა მოხდა.

    ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მოკლული კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მერაბ ღაჟონიაა.

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სტუმრად იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში.

    სავარაუდოდ მკვლელობა ჩხუბის ნიადაგზე მოხდა.

    ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში გვეუბნებიან, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.

    ეს ოზურგეთში უკვე ამ კვირაში მომხდარი მეორე მკვლელობაა. ორი დღის წინ სოფელ გურაინთაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს.

    შსს-ს ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...