Загрузка...
"ექიმებმა თქვეს, რომ 2 კვირის სიცოცხლე დარჩა..." - მომაკვდავი შვილის წინ გამართული ქორწილი
2017-10-11 19:42:44
loading...
  • 4 წლის ავსტრალიელი გოგონა, ფეჯ სკარრატასი ლაღი და ბავშვური ცხოვრობდა, მანამ სანამ ერთ დღეს მისი და მისი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დადგა.

    8 კვირის წინ, გოგონას გაუსაძლისი თავის ტკივილები დაეწყო. გოგონას მშობლებმა ტანია მილერმა და ჯეიკობ სკარრატასმა ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა გოგონას ტვინის სისმსივნე აღმოუჩინეს და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დაგეგმეს. თუმცა, მორიგ ვიზიტზე, ექიმებმა ბავშვის მშობლებს განუცხადეს, რომ სიმსივნე ძალიან გაიზარდა და მას 1-2 კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

    შემზარავი ამბით თავზარდაცემული მშობლებმა გოგონას ოცნებების ახდენა გადაწყვიტეს, თუმცა, შეუძლებელი ჩანდა მისი ყველაზე დიიდ სურვილი - მშობლების ქორწილი ენახა.

    მაგრამ გოგონას დეიდამ პიჯის სურვილის ახდენა , საავადმყოფოში ქორწილის გამართვით გადაწყვიტა.

    24 საათში საავადმყოფო საქორწილო ცერემონიალისთვის მოირთო.

    გოგონას დედამ მაკიაჟი შვილის პალატაში გაიკეთა. გოგანს თეთრი კაბა ჩააცვეს, ექთანმა კი სუპერმენის ფორმა ჩაიცვა და პატარა პალატიდან გაიყვანა და ეზოში ჩაიყვანა, სადაც საქორწილო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

    გოგონას მშობლებმა ცრემლები ვერ შეიკავეს. ცრემლები ვერ შეიკავეს ქორწილში მიწვეულმა სტუმრებმაც.

    მიუხედავად იმისა, რომ პეჯმა თვალების გახელა ვერ შეძლო, ტნია და ჯეიკობი ბედნიერები იყვნენ, რომ მათი შვილი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებოდა, მისთვის ყველაზე სანატრელ დღეს.

    გოგონა სიკვდლის ამ დრომდე ებრძვის.

     



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...