მეუფე სერაფიმეს სექს-სკანდალის შემდეგ ბორჯომის ეპარქიაში აბრუნებენ
2017-10-11 16:06:48
Загрузка...
  •  

    ცოტა ხნის წინ სინოდის საგანგებო სხდომის დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „კურიერი“ იტყობინება, სხდომაზე ციანიდის საქმის გარდა განიხილეს ყოფილი ეპისკოპოსის, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას საკითხი, რომელიც 2016 წლის აპრილში  ბორჯომის ეპარქიიდან ატეხილი სკადალის შემდეგ წავიდა. სავარაუდოდ, მეუფე სერაფიმეს ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომში, მონასტერში დააბრუნებენ.

    შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, მეუფე სერაფიმე მას შემდეგ წავიდა ეპარქიიდან, რაც არასრულწლოვანთან სექსულაური კავშირის დამყარება დააბრალეს.

    არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი და ბორჯომში მრევლის ნაწილი მეუფე სერაფიმე ჯოჯუას 15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულედას. მათი თქმით, ეპისკოპოსს ცხრა თვის წინ ეპარქიის დატოვება სწორედ ამ მიზეზით მოუხდა. „მეუფე ამ ოჯახთან მეგობრობდა, ხშირად სტუმრობდა, ტრაპეზობდა, თან ამ ბავშვს მესიჯებს წერდა. ეს ფაქტები ბუნებრივია არსებობს. მესიჯები დედამ ნახა, პირველად. მან ეჭვი მაშინ აიღო, როცა ზღვაზე ყოფნისას გოგონამ მეუფის მესიჯი მიიღო, რომ „კუპალნიკში“ გადაღებული ფოტო გაეგზავნა“.გოგონას დედა მომხდარის შესახებ ღიად არ საუბრობს, ამბობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი მისი არასრულწოვანი შვილია, შესაბამისად, დეტალების მოყოლისგან თავს იკავებდა. თუმცა მომხდარს „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბარში ადასტურებდა და ამბობდა, რომ მესიჯები ნამდვილად ნახა. გარდა მესიჯებისა დედას სხვა სარწმუნო არგუმენტებიც აქვს და მან ამის შესახებ საპატრიარქოში განაცხადა, რადგან „მეუფესთან საუბარი სცადა, მაგრამ მან მოსმენა არ ისურვა“...

    დღევანდელ სინოდის სხდომას, მეუფე პეტრემ, რომელიც ელოდა, რომ მის საკითხს განიხილავდნენ და გადააყენებდნენ, „წინგადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს.

    http://alia.ge



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE