ცოტა რამ მსახიობების შესახებ:თურქულმა სერიალმა "ძმა"-მ საქართველოში სერიალების რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა
2017-10-11 12:28:02
Загрузка...
  • თურქულმა სერიალმა "ძმა"-მ საქართველოში სერიალების რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა. სერიალი ქართველ მაყურებელში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. 

    ზოგადად, თურქული სერიალები საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელი თურქული კინოინდუსტრიის განვითარებამაც შეუწყო. თურქი ვარსკვლავები კი ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს. 

    სერიალი "ძმა" ამ სეზონის ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ის ორი დაკარგული ძმის შესახებ მოგვითხრობს. " ეს არის წლის და არა მარტო წლის, არამედ ერთადერთი საუკეთესო დუეტი" - წერს თურქული პრესა სერიალ "ძმა" - ზე. სერიალში მთავარ როლებს ორი უსიმპატიურესი მსახიობი - ჩაგათაი ულუსაი და არას ბულუთ ინემლი ასრულებენ. ისინი უკვე ძალიან პოპულარულები არიან საქართველოშიც.

    ცოტა რამ მსახიობების შესახებ:

    არას ბულუთ ინემლი დაიბადა 1990 წლის 25 აგვისტოს თურქეთის ქალაქ სტამბულში.მსახიობმა დაამთავრა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო საინჟინრო ფაკულტეტი. პირველი როლი 16 წლისამ შეასრულა და მას შემდეგ მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა უყურადღებოდ არცერთ სერიოზულ კინორეჟისორს არ დარჩენია. არას ბულუთი თავს ბედნიერად მაშინ გრძნობს, როდესაც გადასაღებ მოედანზეა და დაკისრებულ სამუშაოს ხარისხიანად ასრულებს.მსახიობზე არაერთი პუბლიკაცია და ათასობით სტატია პირველად პრესის ფურცლებზე 2010 წელს გაჩნდა. მაშინ მსახიობს მხოლოდ ორ მხატვრულ ფილმში და რამდენიე სერიალში ჰქონდა მთავარი როლი შესრულებული. მისი პოპულარობა ძირითადად მის მიერ შესრულებულ დადებით როლებს უკავშირდება. არას ბულუთს, როგორც თავად იხსენებს, ლაღი და მშვიდი ბავშვობა ჰქონდა. დედ-მამა ყოველთვის იყვნენ თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების მიმდევრები. არასის ბიძა თურქეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. უფროსმა ძმა მწერალი და რამდენიმე სცენარის ავტორიც გახლავთ. ჰყავს და, რომელიც ვოკალისტია და ასევე თურქეთის ტელევიზიაში ტელეწამყვანად მუშაობს. არას ბულუთის სასიყვარულო ურთიერთობა არასოდეს დიდხანს არ გრძელდება, რამდენადაც მსახიობი ძალიან ეჭვიანია. ის ამჟამად დაუოჯახებელია.

    სერიალ "ძმის" მთავარი როლის შემსრულებელი ჩაგათაი ულუსოი კი არცთუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა თურქულ ეკრანზე და მაშინვე შეიყვარა ის მაყურებელმა. მსახიობის მამა ეთნიკურად ბულგარელია, ხოლო დედა ბოსნიიდანაა. თავად ჩაგათაი კი 1990 წლის 23 სექტემბერს ანტალიაში დაიბადა.1, 90 სიმაღლის ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდას მსახიობობაზე არასოდეს უფიქრია, რომ არა ერთი "საბედისწერო" შემთხვევა. ის მეგობარს კასთინგზე გაჰყვა და იქვე შენიშნეს.მსახიობი, მხატვარი, მუსიკოსი - ასეთი თვისებებითაა ის დაჯილდოებული. მსახიობის თქმით, ამჟამად, მისი გული თავისუფალია.

    presa.ge



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE