Загрузка...
ბიძინას ფული აღარ სჭირდება,მას უნდა მხოლოდ ხალხის დიდება
2017-10-10 16:58:14
loading...
  • "ბიძინას ფული აღარ სჭირდება,მას უნდა მხოლოდ ხალხის დიდება"

     

    თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას რამდენიმე წუთის წინ პუშკინის სკვერზე მდებარე მიწის ფართობი დაუკანონა. სწორედ აღნიშნული საკითხის და ასევე თაბორის მთაზე ივანიშვილისთვის ტერიტორიის გადაცემის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა საკრებულოს ოპოზიცია.

    უმრავლესობამ აღნიშნული არ გაითვალისწინა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.

    დღეს მიმდინარე მოვლენები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარმ სოფიო კილაძემ შეაფასა:

    "ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს მის სახელს, თუმცა ზუსტად ვიცი, ეს არ გამოუვა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა დამსახურება აქვს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია, რომ იქნებ გამოიწვიონ ხელისუფლება, იქნებ ვინმემ დაარბიოს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერი უნდა იყოს და იქნება კიდეც კანონის შესაბამისად",- განაცხადა კილაძემ.



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...