მილიონერებად ქცეული ოცნების ჩინოვნიკები და ერი რომელიც მშიერია!!!
2017-10-10 13:03:43
Загрузка...
      • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ოჯახის ქონება 2016 წელს დაახლოებით 750.000 ლარით გაიზარდა. ზურაბ ალავიძემ და მისმა მეუღლემ 2 ბინა, 2 არასაცხოვრებელი ფართი და 1 ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდეს, ხოლო 1 ბინა საჩუქრად მიიღეს. - წერს ,,რეგინფო”.
        ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე იგი მთავრობის ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

        მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე, ზურაბ ალავიძემ და მისმა მეუღლემ ნინო ჟღენტმა ნასყიდობის ფორმით შეიძინეს 195.000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთები: ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე 83 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და 2 არასაცხოვრებელი ფართობი, ღირებული 105.000 ლარად; 71,4 კვ.მ ფართობის ბინა დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ არსებულ №23 კორპუსში, რაშიც 90 000 ლარი იქნა გადახდილი.

        იმავე პერიოდში, ზურაბ ალავიძის მეუღლემ შეიძინა ავტომანქანა „TOIOTA PRADO“, რომლის ღირებულება 64.521 ლარია.

        გარდა ამისა, 2016 წლის 25 აპრილს ნინო ჟღენტმა თათია ჟღენტისგან ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო თბილისში, გოგებაშვილის ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მე-2 სართულებზე განთავსებული დუპლექსის ტიპის ბინა, რომლის ფართობიც 271 კვ.მ-ს შეადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებით, აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ 200.000 აშშ დოლარია.

        ჩუქების მომენტში აღნიშნული ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, თუმცა ნინო ჟღენტის სახელზე დარეგისტრირებიდან 2 კვირის განმავლობაში ფულადი ვალდებულება მთლიანად შესრულდა და „საქართველოს ბანკთან“ დადებული იპოთეკის ხელშეკრულება შეწყდა.

        აღსანიშნავია, რომ არც 2015 და არც 2016 წელს ზურაბ ალავიძეს და მის მეუღლეს ბანკიდან ან კერძო პირებისგან სესხი არ აუღიათ. მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 2015 წელს 346.309 ლარი, 2016 წელს კი 285 167 ლარი იყო, რაც ჯამში 631.476 ლარია.

        ზურაბ ალავიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2009-2010 წლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2011 წლიდან კი კომპანია „დარიალი ენერჯის“ დირექტორად დაინიშნა. 2012 წლის 30 ივლისს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობის სახით 35.000 ლარი ჩაურიცხა.

        თელავის გამგეობის მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე კოოპერატივმა „ნაფარეულის ბიოღვინო“ კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და სოფელ ნაფარეულში მდებარე 30 948 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. კოოპერატივის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დირექტორია პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამა - ომარ ქუცნაშვილი. - წერს ,,რეგინფო”

        თელავის გამგეობამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2017 წლის 7 ივნისს დაირეგისტრირა, 3 აგვისტოს კი მისი პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი საფასური 11 900 ლარი იყო, ერთი ბიჯის ოდენობა კი 1190 ლარი. აუქციონის პირობები საინვესტიციო ან რაიმე სხვა ვალდებულებებს არ ითვალისწინებდა.

        აუქციონი 1–ელ სექტემბერს დასრულდა და გამარჯვებულად გამოცხადდა მისი ერთადერთი მონაწილე - სასოფლო-სამურნეო კოოპარატივი „ნაფარეულის ბიოღვინო“ (ს/კ - 431176176), რომლის შეთავაზებულმა ფასმა, ბიჯის თანხის ჩათვლით, 13 090 ლარი შეადგინა.

        კოოპარატივი „ნაფარეულის ბიოღვინო“ 2016 წლის 31 მაისს დაფუძნდა. საწარმოს მმართველობის ორგანოა გამგეობა, რომლის სამი წევრიდან ერთ-ერთია პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამა - ბიზნესმენი ომარ ქუცნაშვილი. მასვე უკავია კოოპარატივის ერთ-ერთი დირექტორის პოზიციაც. 

        ზაქარია ქუცნაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ „ნაფარეულის ბიოღვინოს“ მეპაიეა მისი დედა თალიკო ლაგაზაურიც, რომელსაც საპაიო შენატანებში 20 % წილი ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თალიკო ლაგაზაურმა 2016 წლის 29 დეკემბერს საწარმოს კაპიტალში შეიტანა მისი კუთვნილი 16 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე სოფელ ნაფარეულში მდებარეობს.

        „რეგინფო“ წერდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა 2017 წლის 11 ივლისს თიანეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სოფელ ზარიძეებში, თიანეთი-ჟინვალის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა. იგი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. ზარიძეების მცხოვრებთა ინფორმაციით, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე რესტორნის მშენებლობა იგეგმება.



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE