რა სასჯელი ელით 21 წლის ბექა ხახუბიას მკვლელ პოლიციელებს?
2017-08-11 14:39:47
loading...
  • 16 მაისს გორის გვირაბთან  დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟს, რომელიც ნასვამი მართავდა მანქანას, საპატრულო პოლიციამ მომაკვდინებელი კედელი აუგო წინ - გზაზე ტრაილერი ჩაუხერგა. 21 წლის ბიჭი, რომელსაც ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა,, ადგილზე დაიღუპა. „ალიამ“ ამ თემაზე მაშინ სკანდალური მასალა მოამზადა - მკვლელი პოლიციელები!(სრული ვერსია იხილეთ აქ). მოგვიანებით, ამ შემაზრზენ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გაანთავისუფლეს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებიც.

    შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მალევე გაავრცელა ინფორმაცია და დაასახელა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც, გორის გვირაბთან მომხდარ ავარიის  საქმესთან დაკავშირებით, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
    ესენია, საპატრულო პოლიციის პირველი სახაზო განყოფილების უფროსი მერაბ ძაბირაძე და ამავე სახაზო განყოფილების თანამშრომელი ზურაბ რუსიშვილი. მერაბ ძაბირაძე შიდა ქართლში აჭარის მთავარი სამმართველოდან გადმოსული. მაშინ შს სამინისტროს პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებდა, რომ ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, თუმცა, გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებდა. დღეს კი   ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად 333-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სამივე პირის სასამართლო პროცესი გორში რაიონულ სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა.

    რა სასჯელი ელით 21 წლის ბექა ხახუბიას მკვლელ პოლიციელებს? მათთვის ყველაზე ცუდ ვარიანტში - სამ წლამდე ციხე!

     სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

    1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
    ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
    2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –
    ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
    3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) არაერთგზის;
    ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
    გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, –
    ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...