რატომ მალავს ბიძინა (ბორის) ივანიშვილი თავის ნამდვილ გვარს?
2017-08-11 13:42:51
Загрузка...
  • ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, მანამდე უჩინარი მილიარდერის ფარული ფობიებისა და „უცნაურობების“  შესახებ ხალხმა უკვე საკმარისად შეიტყო. 
    ერთ-ერთი საინტერესო დეტალი მისი ბიოგრაფიიდან კი ისიც არის, რომ „არაორდინარული“ ოლიგარქის ზუსტი გვარი საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა.

    თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწეობისას, ოლიგარქმა, რუსულთან შესაბამისობაში მოსაყვანად და კეთილხმოვანებისათვის, საკუთარ გვარში ერთი ასო შეცვალა. ასე გარდაისახა ბიძინა ივანაშვილი - ბორის ივანიშვილად.

    რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლებაა, გვარის თუ სახელის შეცვლა ან გადაკეთება, თუ მას ამის სურვილი გაუჩნდება, მაგრამ ამ ინფორმაციას, ბიძინას გუნდი რატომღაც ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა. ამ თავგანწირული მტკიცების მიზეზი და მიზანი საზოგადოებისათვის გაუგებარი და გაურკვეველი დარჩა.

    ხიდაშელ-ფანჯიკიძემ რაც უნდა ამტკიცოს, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაფერი იმალება. ბიძინას მეზობლებმა და თანასოფლელებმა კი მშვენივრად იციან, რომ ოლიგარქი რამდენიმე წლის წინ გვარად ივანაშვილი იყო და ამ დეტალს გაუგებარი მოტივაციით, რატომღაც მთელი მონდომებით მალავს.

    ზეპირსიტყვიერებას რომ თავი დავანებოთ, არსებობს ხილული „ნივთმტკიცება“ - ივანიშვილის მამის საფლავი (სოფელ ჭორვილის ეკლესიის ეზოში), სადაც მილიარდერის მშობლის გვარი სწორედ ივანაშვილად არის მითითებული.

    შუშის სასახლის არაადეკვატური ბინადრისაგან, საზოგდოებას უკვე აღარაფერი უკვირს და იმედია, ამ ფოტოს გასაჯაროების შემდეგ, ოლიგარქი საკუთარი მშობლის საფლავის ქვასაც არ გადამალავს...   

    presa.ge



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE