მიხეილ სააკაშვილი ლიტვის მერე უნგრეთში ჩავიდა - როგორ მოგზაურობს მოქალაქეობის არმქონე ექსპერზიდენტი?!
2017-08-11 13:16:30
loading...
  • საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის შემდეგ, უკვე უნგრეთს ესტუმრა. როგორც სააკაშვილი "ფეისბუკის“ პირად გვერზე წერს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამჯერად უნგრეთში ოჯახთან ერთად იმყოფება:

    "ბალატონის ტბაზე ოჯახთან ერთად ჩამოვედი. უნგრეთის მეფის ანდრაშისა და მისი უკრაინელი მეუღლის საფლავი მოვნახულეთ“

    უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი ლიტვაში ჩავიდა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში ლეგალურად დაბრუნებამდე და სასამართლოს გზით საკუთარი შელახული უფლებების აღდგენამდე, ევროპაში მოგზაურობას გეგმავს.

    უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ევგენი ენინმა

    Advertisement

     

     

    კი "ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ შესაბამისი ვიზის არსებობის შემთხვევაში შეძლებს.

    "სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება (ის ახლა მოქალაქეობის გარეშე პირია, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას მესამე ქვეყნების პასპორტი აქვს) შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმებული იქნება შესაბამისი ვიზა", - აღნიშნა ევგენი ენინმა. 

    მისი თქმით, საზღვრის არალეგალური გადმოკვეთა სააკაშვილის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის ასპროცენტიან საფუძველს იძლევა. 

    უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც მოსარჩელეს, თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში დამცველის საშუალებითაც შეუძლია.

    .kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...