სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2017-08-11 12:38:17
loading...
  • ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტზე სუს-ი განცხადება ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნუილია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

    "ვადასტურებთ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში," - ნათქვამია განცხადებაში. 



  • loading...
    Загрузка...





    BUM.GE