SOS- რუსი ოკუპანტები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართებს აბამენ !!
2017-08-11 12:14:31
loading...
  • ახალი რუსული მავთულხლართები სამეგრელოში გაჩნდა. საოკუპაციო ხაზი რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ასეული მეტრით ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონშიგადმოწიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. საოკუპაციო ხაზი ე.წ. მესაზღვრეებმა რამდენიმე თვის წინ სოფელ ხურჩასთანაც გადმოწიეს.

    „ფაქტობრივად, წაართვეს ხურჩას 4 ჰექტრამდე მიწა, რომლითაც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეები. ერთი პერიოდი შეჩერდა და ისიც კი ეგონათხურჩელებს, იქნება გადაიფიქრესო, კონტაქტზე უნდოდათ გასვლა რუსებთან და გუშინ უკვე შემატყობინეს ადგილობრივებმა, რომ მავთულხლართები გააბეს უკვე ბოძებზე და ფაქტობრივად, დაასრულეს ბორდერიზაციის პროცესი,“ - განაცხადა სოფელ ხურჩის გამგებლის წარმომადგენელმა, ბადრი ხუჯგუამ.

     

    სოფელ ტყაიას მოსახლეობის განცხადებით, სოფელში ოკუპანტებმა ასევე გადმოწიეს საზღვარი და მათ უკვე საკუთარი მოსავლის დამუშავებისა და აღების საშუალება არ აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლთან მიახლოვება ეშინია, რადგან იქ ოკუპანტები პატრულირებენ და ბოლო დღეების განმავლობაში სოფლის რამდენიმე მკვიდრი გაიტაცეს.



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...