შეჰღაღადა ცას -გადმოდი, მირონი, გადმოდი მეთქი!!!....ჩამომივარდა ყბა გაოცებისგან, ცოტა შემეშინდა კიდეც,
2017-08-11 11:10:22
Загрузка...
  • დღეს, შუადღისას, ჰაერიც რომ იწვოდა მაშინ, ერთ აუცილებელ საქმეზე მომიხდა სირბილი..ვზივარ სამარშრუტო ტაქსში, მივდივარ ნუცუბიძის პლატოზე, ვგრძნობ რომ ვორთქლდები, ისეთი სიცხეა რომ ვსუნთქავ, ფილტვები მეწვის...მეორე პლატოზე, გზისპირას ეკლესიაა, გავუსწორდით თუ არა ამ ეკლესიას, და უეცრად ჩამესმა, ქალის მოგუდული, მაგრამ მტკიცე ხმით ნათქვამი, -მირონი გადმოდი !!! ისეთი მოულოდნელი იყო ეს იდუმალი შეძახილი, ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი, მაგრამ ქალმა ახლა აღშფოთება და ბრაზი გამოურია ხმაში და კიდევ შეჰღაღადა ცას -გადმოდი, მირონი, გადმოდი მეთქი!!!....ჩამომივარდა ყბა გაოცებისგან, ცოტა შემეშინდა კიდეც, ვერ მივხვდი რელიგიურ ნიადაგზე ჰქონდა გარეკილი, თუ სიცხისგან უბერავდა....ვერ მოვასწარი თვალი ამერიდებინა ქალისთვის, მთელი ტანით შემობრუნდა და თვალი არ მოუშორებია ჩემთვის ისე დაჰქუხა-გადმოდი მირონი!!! და უკან მოტოვებულ ეკლესიას თუ მოჩვენებას გახედა...
    გამიჩერეთ, თქვა ქალმა, გაჩედა მანქანა და მოულოდნელად , "სასწაული მოხდა" -მირონი გადმოვიდა!...
    პატარა, კაფანდარა ცისფერთვალა მირონი ხელში აიფონით და ყურებში ყურსაცმევებით....მარშრუტკიდან კალიასავით ჩახტა და იმ, ჩემგან გიჟადშერაცხულ ქალს აედევნა...
    რა მინდა ვთქვა:
    ხალხოოოოო, რას არქმევთ ბავშვებს ცოტა დაუკვირდით რა, ადამიანები არ ხართ, ამ სიცხეში მირონის გადმოსვლა მინდოდა ? თვალი მითამაშებს ახლაც ისე შევშინდი....

    ლელა დვალიძე



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE