ზუგდიდის მერი: მე ღვთისმშობლის ქალაქის მერი ვარ (ვიდეო)
2017-08-10 22:18:45
loading...
  • „მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო, რადგან ღვთისმშობლის ქალაქის მერი ვარ“, - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა.

    მისი თქმით, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდიდან ხობში არ უნდა გადააბრძანონ, რადგან ეს ზუგდიდის მოსახლეობის სურვილია. 

    „ღვთისმშობლის კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და უნდა დამთავრდეს სპეკულაცია, ყოველ წელს, მარიამობის მარხვის წინ ხალხის ნერვიულობა. 

    ერთი საათით, ერთი დღით თუ ორი დღით...წინააღმდეგია ზუგდიდის მოსახლეობა, აქაური მრევლი, ეს იწვევს დაძაბულობას, დაპირისპირებას სხვადასხვა რაიონებს შორის“, - აცხადებს ირაკლი გოგოხია. 

    როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ რამდენჯერმე განაცადა, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში უნდა იყოს დაბრძანებული. 

    გადააბრძანებენ თუ არა ერთი დღით ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს.

    ipress.ge/


  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...