ზუგდიდელები სისხლისღვრას არ გამორიცხავენ და მეორე აფხაზეთით იმუქრებიან!
2017-08-10 21:18:51
Загрузка...
  • „ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, უახლოეს დღეებში წმინდა სინოდს წერილით მიმართავს, რომელშიც ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით მოსახლეობის პოზიცია იქნება ასახული.

    ამის შესახებ მერმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ “Newsportal.ge”-ს განუცხადა.

    “ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაცია კვართთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ყოველ წელს, მარიამობის მარხვის წინ მსგავსი აჟიოტაჟის ატეხვა. ზუგდიდელების პოზიცია ცალსახაა – კვართი არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს ზუგდიდან და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ წერილობით წმინდა სინოდს ამის თაობაზე”, – განაცხადა გოგოხიამ..

    ,,ღვთისმშობლის ქალაქის მერი" (როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს), ირაკლი გოგოხია წმინდა სინოდს უსტარს აუფრიალებს. ზუგდიდელები ცაიშისა და ხობის ეპარქიებსა და მათ მრევლს შორის, არც მეტი არც ნაკლები ,,სისხლისღვრას არ გამორიცხავენ და მეორე აფხაზეთით იმუქრებიან."
    არსებობს შიში ზუგდიდელებში კვართის საერთოდ წართმევისა ან ,,დუბლიკატით" შეცვლისა.
    მრევლი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურები არიან ჩართულნი. 
    მდგომარეობა უკიდურესადაა დაძაბული. 
    მერი და ზუგდიდელები პოზიციებს არ თმობენ, ხობელები და ფოთელები მათი მიტროპოლიტის სპეკულიანტობაში დადანაშაულების გამო აღშფოთებულნი, მზად არიან პროტესტის ნიშნად ხობისწყალში გადაცვივდნენ.
    ვფიქრობ, სიტუაციის განსამუხტავად აუცილებელია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ზუგდიდისა და ხობის ეპარქიების საზღვართან ,,ღულა ხამისქურის" ტერიტორიაზე გაეროს შეიარაღებული ძალების სასწრაფო განლაგება.

    P.S. ,,ღვთისმშობლის ქალაქის მერს" თაყვანი ვცეთ, ხალььььხოოო!!!“ - წერს კახა მიქაია სოციალურ ქსელში.
     



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE