Загрузка...
,,ვიფიქრე, ნეტაი მამადავითი დაიწვებოდეს” – მარიტა რატიანი
2017-08-09 11:05:43
loading...
  • ,,გირჩის” წევრი მარიტა რატიანი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

    ჩემი სახლიდან, ჩემი მაგიდიდან, კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, პირდაპირ ჩანს მთაწმინდა.
    (არაერთხელ მიახლებია მტკიცებულება ფოტოს სახით).
    მოვდიოდი სახლში და მეთქი ფანჯრიდან დავინახავ, რა ხდება.
    ერთი მომენტი, ვიფიქრე, რომ ნეტაი მამადავითი დაიწვებოდეს, საინტერესო პრეცედენტი დადგებოდა.
    მერე ვიფიქრე, რომ არა, რამდენიმე კარგი ადამიანის საფლავი მიყვებოდა. 
    მერე ვიფიქრე, რომ ამ საფლავებს და მატერიალურ ხელშესახებელს რატომ ვცემთ ამდენ პატივს, ნუთუ ჩვენთვის ადამიანი ჩვენსავე ფიქრებში უფრო ძვირფასი და ფასეული არ არის, ვიდრე ის ადგილი, თუ სად არის ჩაფლული?
    (მე, პირადად, მინდა კრემაცია გამიკეთონ, არ მსურს თუნდაც რამდენიმე კვადრატული მიწა დავკარგო ჩემი მკვდარი სხეულის შესანახად).
    მერე ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო არა, სახელმწიფო თავს მოიკლავდა და უფრო დიდ ეკლესიას ააშენებდა იქ.
    მოვედი სახლში და ხანძარი ან ჩამქრალია, ან მთაწმინდის მთის სხვა კალთაზეა.
    ჩემი ფიქრები გფარავდეთ.



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...