კატასტროფული სოციალური მდგომარეობა: საარსებო მინიმუმი იზრდება რეალობა, რომელიც ბევრად უფრო მძიმეა
2017-06-19 20:23:21
loading...
  • მიმდინარე წლის მაისში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით, 2,4 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით კი, 13, 4 ლარითაა გაზრდილი.

    ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

    საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153,5 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის 290,6 ლარი.

    რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 245,5 ლარია, სამსულიანის 276,2 ლარი, ოთხსულიანის კი 306,9 ლარი.

     

    რა არის საარსებო მინიმუმი?

    საარსებო მინიმუმი – ეს არის ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის. იგი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. მისი გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნას, რომელიც საშუალო სიდიდის ოჯახის ან ერთი მომუშავის შემოსავლებისა და გასავლების ბალანსს წარმოადგენს.

    შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს.

     

    უსარგებლო ციფრები

    ეს საარსებო მინიმუმის ოფიციალური განმარტებაა, რეალურად კი საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი სრულიად გამოუეყენებადი და უსარგებლო ციფრებია.

    მართალია, საარსებო მინიმუმი პერმანენტულად იზრდება, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები რეალურ სურათს მაინც არ ხატავს.

    არსებული მონაცემები არცერთ სოციალურ პაკეტთან არ არის მიბმული და გაიზრდება თუ შემცირდება საარსებო მინიმუმი, ამით ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაში არაფერი იცვლება.

    ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი მაკალათიას, განცხადებით, ზოგადად საარსებო მინიმუმი სერიოზული მაჩვენებელია, თუმცა არა საქართველოში.

    „ციფრები, რაც ამ მომენტში ქვეყნდება, რეალურად, ემოციური მაჩვენებელია. მას სხვა დატვირთვა არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

    მაკალათიას თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ მზაობა გამოთქვას საარსებო მინიმუმთან სოციალური პაკეტების მიბმასა და სწორებაზე.

    “ჯერ ამის მზაობა არ არის, რომ რომელიმე სოციალურ პაკეტს მიებას საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი. როდესაც ამის მზაობა იქნება, აუცილებლად გახდება საჭირო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა და შეცვლა. ამის შემდეგ კი გადასახედია ის მეთოდოლოგია, რომელსაც საქსტატი იყენებს და რომელიც მოძველებულია”, – აღნიშნა მან.

     

    ეს ყველაფერი ხელისუფლებამ კარგად იცის – დაპირებები, რომლებიც არ შესრულდა

    საარსებო მინიმუმი რომ რეალობას არ ასახავს და, თუნდაც, 173 ლარი არსებობისთვის საკმარისი არ არის, ამაზე ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლამდე საუბრობდა.

    ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც არ შესრულდა (სხვა დაპირებების მსგავსად) სწორედ საარსებო მინიმუმის გაზრდაა.

    2012 წელს საარსებო მინიმუმი 164 ლარს შეადგენდა. საარჩევნო კამპანიის დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს თანხა, მინიმუმ, 220 ლარი უნდა ყოფილიყო.

    5 წელიწადში კი საარსებო მინიმუმი, 60 ლარის ნაცვლად, სულ რაღაც 9 ლარით გაიზრდა. შესაბამისად, არც პენსია გატოლებია რეალურთან მიახლოვებულ საარსებო ნიშნულს.

    http://fortuna.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...