სკანდალის ახალი დეტალები:ქონებაა რომელიც ხალხს წაართვეს..
2017-06-19 15:50:11
loading...
  • „ალია“ სკანდალის ახალი დეტალებით!!! - „როსტომაშვილების სახელზე დღეს მინიმუმ 43 სხვადასხვა ქონებაა რეგისტრირებული, რომელიც ხალხს წაართვეს... რა ბოდიში უნდა მოვიხადო?!“

    გუშინ alia.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იუმორისტ დავით როსტომაშვილის შვილი, ხატია როსტომაშვილი გამოეხმაურა:

    "მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის "მევახშეა" და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა "მევახშის" განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

    სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ...  საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში... თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!"

    „ალია“ უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს კვლავ დაუკავშირდა:

    `არანაირ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, საბოდიშო არაფერი გამიკეთებია! ბოდიში თვითონ აქვთ როსტომაშვილებს მოსახდელი იმ ხალხისთვის, ვინც ასე გაამწარეს. მარტო თვითონ დათო კი არა, მაგის ერთი დაც იპოთეკარია, ხათუნა ჰქვია და ყვარელში ცხოვრობს! ამ მომენტში როსტომაშვილების სახელზე მინიმუმ 43 სხვადასხვა სახის ქონებაა რეგისტრირებული, რომელიც ხალხს წაართვეს – ბინები, ნაკვეთები და ა.შ. აუქციონზე როცა გააქვთ ხოლმე იმ ხალხის ბინები და ნაკვეთები, ესენი კაპიკებში ყიდულობენ, სხვა იპოთეკარებთანაც არიან შეკრულები. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ჩემთან, მიმართოს სასამართლოს. მე არანაირ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბევრმა იცის, ეგენი ვინ და რა არიან! აქვე მინდა დავამატო: მე არავის ცემა არ მიხარია, ასეთი ფაქტები ცალსახად დასაგმობია, მე უბრალოდ დავწერე ის, რა ინფორმაციებიც მე მაქვს. კიდევ ვიმეორებ: მიმართონ სასამართლოს და იქ როგორ შერცხვებიან, მერე ნახავენ, მოწმეებად რომ მივუყვან იმ დაზარალებულ ხალხს!~

    „ალია,“ ნინო ლაბარტყავა



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...