ტაქსის მძღოლი, ვისმა მაცივარმაც ლონდონის ტრაგედია გამოიწვია - „ხალხი დაიღუპა, ამას ვერ გავუძლებ“
2017-06-17 13:17:04
loading...
  • ეთიოპიელი ტაქსის მძღოლი, ვისი მაცივრის მწყობრიდან გამოსვლაც სავარაუდოდ ლონდონის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახდა, აცხადებს, რომ მას არასდროს მისცემს მოსვენებას მომხდარი საშინელება.

    ბეაილუ კებედემ, რომელიც ერთი შვილის მამაა, განგაში ატეხა მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ მისი სახლი კვამლში იყო გახვეული, იგი 27 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, 16 ნომერ ბინაში ცხოვრობდა.

    კებედეს მეგობრის განცხადებით, ეთიოპიელი მამაკაცი მომხდარს სასტიკად განიცდის და ეს ტრაგედია „მას ანადგურებს“, მისივე თქმით „იგი თავს იდანაშაულებს მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო“.

    კებედეს მეგობარმა the Sun-ს განუცხადა: „იგი იმეორებს და იმეორებს: ხალხი დაიხოცა, ამის ატანა არ შემიძლია“

    კებედეს მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ მამაკაცმა მას შემდეგ, რაც ცეცხლის გაჩენის შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ დაიწყო მეზობლების გაფრთხილება და საქმის კურსში ჩაყენება. 41 წლის მარიან ადამი, რომელიც 14 ნომერ ბინაში ცხოვრობდა, იხსენებს, რომ კებედემ შუაღამისას მის კარზე ზარი დარეკა და ამცნო რომ სამზარეულოში ხანძარი გაუჩნდა.

    ქალბატონი აცხადებს: „კარზე დამიკაკუნა და მითხრა, რომ მის ბინაში ხანძარი გაჩნდა, 12:50 საათი იყო, მეძინა და რომ გამეღვიძა საათს შევხედე, პატარა ცეცხლი იყო სამზარეულოში. დავინახე ცეცხლის კერა, კარი ღია ჰქონდა, განგაშის სიგნალი კი არ ჩაირთო“.

    კებედეს მეგორბრების თქმით, მამაკაცი ამ დროისათვის ფსიქოლოგიურ ტრავმებს ებრძვის და მეგობრებთან რჩება. იგი სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.

    14 ივნისს შუაღამისას ლონდონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისათვის 30 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება, 24 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, აქედან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 100 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხანძრის დაწყებისას საცხოვრებელ სახლში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

    newposts.ge



  • loading...





    BUM.GE