„ყოჩაღი“ ჩინოსნების სია – სად დაასაქმეს ცოლები და ქმრები
2017-06-17 04:46:55
Загрузка...
  • ქართველ ჩინოსნებს ნაღდად ვერავინ დააბრალებს, რომ ოჯახის წევრებზე არ ზრუნავენ. “ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გაცნობისას ადამიანს სიამაყის ცრემლი მოგადგება, თუ როგორ ცდილობენ ხალხის რჩეულები თანამეცხედრეების დასაქმებას.

     

    “ახალი საქართველოს” ანტიკორუფციულ ბიუროში კი ამ ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევენ. ბიუროს ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, საქართველოში ნეპოტიზმი ყვავის. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ 38 თანამდებობის პირზე,

     

    რომელთა ოჯახის წევრები სხვადასხვა სამინისტროებში, სსიპებსა და აიპებში არიან დასაქმებული.

     

    – საქმე გვაქვს მასშტაბურ ნეპოტიზმთან. დღეს, როცა ქვეყანაში ეკონომიკის და დასაქმების მიმართულებით უმძიმესი ვითარებაა, აღმოჩნდა, რომ თანამდებობის ოჯახის წევრები მნიშვნელოვან ადგილებზე არიან დასაქმებულები, – ამბობს ხაბეიშვილი.

     

    “ახალი საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრების 90% საჯარო სამსახურშია დასაქმებული..

     

    – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე, იკვეთება ორი დარღვევა: პირველი, ხომ არ ხდება თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გადამეტება და მეორე, ხომ არ გვაქვს საქმე ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევასთან, – ამბობს ბიძინაშვილი.

     

    ლევან ხაბეიშვილი გვპირდება, რომ ნეპოტიზმის ფაქტები მომავალშიც გამოვლინდება. მისი განმარტებით, ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირების დეკლარაციის გარეთ დარჩენილ ადამიანებზე კვლევას აგრძელებს.

     

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალჩინოსანის ირმა ქავთარაძის მეუღლე, კახაბერ ჟღენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული.

     

    ეკონომიკის სამინისტროს მეორე მაღალჩინოსნის, გენადი არველაძის, ცოლი, ნელი ღვინეფაძე, თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სამართლებრივი აქტების მომზადების და ექსპერტიზის განყოფილებაში მუშაობს.

     

    კახეთის ყოფილი გუბერნატორის და ამჟამად დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის მეუღლე, თამარ შაფათავა, ფინანსთა სამინისტროშია დასაქმებულია.

    დეპუტატ მირიან წიკლაურს მეუღლე, მანანა წიკლაური, ჯანდაცვის სამინისტროში ჰყავს დასაქმებული.

    დეპუტატ გია ბენაშვილის მეუღლე, მარიამ ბენაშვილი, ყაზტრანსგაზ-თბილისში მუშაობს.

    უმუშევარი არც კანონმდებელ ზაზა გაბუნიას მეუღლე დარჩენილა.’ნუცა შავლაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

    სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას, მეუღლე მერი ჩიქობავა საპატრულო პოლიციაში მუშაობს.

    ვანო ზარდიაშვილის თანამეცხედრე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოშია გამწესებული.

    ჯანდაცვის კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის შვილი, ნათია ზოიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

    გლდანის მაჟორიტარ ლევან კობერიძის მეუღლე სოფიო მოსიძე მთავრობის ადმინიტრაციაში მოღვაწეობს.

    დეპუტატ დავით მათიკაშვილის ცოლი ნინო მამულაშვილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოში მუშაობს.

    სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მეუღლე ეკა დანელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშია დასაქმებული.

    შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძის მეუღლე ნინო ხიდეშელი ქართუ ჯგუფში მოღვაწეობს.

    მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ნინო ჯავახაძის დედა სვეტლანა ჯაბახაძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში დასაქმდა.

    ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნის, ირაკლი ხმალაძის ცოლი თამარ მცხვეთაძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოშია.

    ნიკოლოზ გაგუამ ფინანსთა სამინისტროდან მეუღლე, ლილე მესხი, თბილისის მერიაში დაასაქმა.

    ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, გიორგი თაბუაშვილის, ცოლი ნატო ორმოცაძე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მუშაობს.

    განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილის მეუღლე მარია მარსაგიშვილი თბილისის მერიაშია.

    თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრშია დასაქმებული.

    კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის შვილი ანა მაისურაძე ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობს.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის ცოლი ნინო ზალკალიანი ჯანდაცვის სამინისტროშია.

    დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მამა ომარ ქუცნაშვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დასაქმდა.

    დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ქმარი არჩილ ჩხარტიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს.

    საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძის ცოლი ინგა კორკოტაძე პარლამენტში მოღვაწეობს.

    თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცის ქმარი კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის რაიონის გამგებელია.

    ავტორ(ებ)ი : akhalitaoba.ge



  • loading...
    loading...
    loading...





    BUM.GE