Загрузка...
შოკისმომგვრელ ფაქტები:„ალიას» დავით როსტომაშვილის მევახშეობაზე დოკუმენტებს აწვდიან
2017-06-17 01:55:45
loading...
  • «ალიას» აგორებულ სკანდალს დავით როსტომაშვილის მევახშეობაზე დიდი ამბავი მოჰყვა. ჩვენს მკითხველს დავპირდით, რომ ამ თემას გავაგრძელებდით და დოკუმენტებსაც გამოვაქვეყნებდით. მაშ ასე, სკანდალური ინტერვიუ! «ალიას» დავით როსტომაშვილის მევახშეობაზე დოკუმენტებს აწვდის და შოკისმომგვრელ ფაქტებს უყვება არასამთავრობო ორგანიზაციის «თანადგომა და სამართლიანობა» ხელმძღვანელი ნანა ქადაგიშვილი:

     «მევახშეობის კუთხით, როსტომაშვილებს აქვთ ოჯახური ბიზნესი – თავად დათო ხომ არის მევახშე, დოკუმენტებში მის მეუღლესაც ნახავთ, ქალბატონ ქეთევანს; ასევე, მანდ ნახავთ მის ქალიშვილს, ხატიას (ხატია როსტომაშვილი უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა «ცრუ ინფორმაციის» გავრცელების გამო – ნ.ლ.). დათო არის ტიპიური მევახშე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ერთ ამბავს მოგიყვებით: არის ასეთი მოქალაქე, მოვალე – ალეკო მელქაძე, რომელიც სხვათა შორის, ომის ვეტერანი და ოთხი შვილის მამაა და რომელიც იგივე ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც დავით როსტომაშვილი - კაჭარავას ქუჩაზე. ალეკო იმ ქუჩის ძირძველი მოსახლე იყო, დათო კი იქ რამდენიმე წლის წინ მივიდა. ალეკო და დათო დამეგობრდნენ და მთელი 10 წელი მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ალეკოს «პროკრედიტ» ბანკთან ჰქონდა სასესხო ურთიერთობა, გაუჭირდა სესხის გადახდა, ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ბანკი თანახმა იყო, მას რაღაცნაირად გვერდში დადგომოდა, რომ მისი გამოსახლების საფრთხე არ დამდგარიყო. სამაგიეროდ, ეს საფრთხე დადგა მეგობრის, დათოს მხრიდან, რომელსაც ალეკომ გაუზიარა თავისი მძიმე ვითარება. ამ ვითარების გაგების შემდეგ, დათო ალეკოს ზურგს უკან, მის გარეშე, წავიდა ბანკში, აწარმოა რაღაც მოლაპარაკებები, არ ვიცი რა შესთავაზა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ალეკოს ქონების მყიდველი ბანკიდან გახდა დათო როსტომაშვილი. ფაქტობრივად, თავის მეგობარს ამით ზურგში დანა ჩასცა! ალეკო ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ერთ დღესაც მასთან პოლიცია მიდის და გასახლებას უპირებს... ალეკო ჩვენთან მოვიდა, ჩვენი ორგანიზაციის წევრია (სულ 10 ათასამდე წევრი გვყავს ორგანიზაციაში) და ჩვენ იმ დროს რაც შეგვეძლო, კანონი რის საშუალებასაც გვაძლევდა, ყველაფერი ვქენით – ადმინისტრაციული საჩივრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და სასამართლოსაც მივმართეთ, რითაც რაღაცნაირად შევძელით ცოტა დროის მოგება, თუმცა სამწუხაროდ, გამოსახლება მაინც მოხდა. სანამ მიქელაძეების ოჯახს გამოასახლებდნენ, როსტომაშვილმა მას ელექტროენერგიის და წყალის მიწოდებაც კი შეუწყვიტა, რომ რაც შეიძლება შეევიწროებინა ოჯახი! მეზობლებს კი ალეკოსთვის წყლის და დენის გადაყვანას უკრძალავდა! ალეკო დათოს ეხვეწებოდა-მომეცი საშუალება, რაღაცნაირად ბინა გამოვისყიდოო და დათომ მას ამის საშუალებაც კი არ მისცა! არც იმის საშუალება მისცა, ცოტა ხნით მაინც გაჩერებულიყო ოჯახი ბინაში, სანამ ქირით სადმე რამეს ნახავდნენ! გასახლების დროს მეზობლები იყვნენ გამოსულები და თქვეს-ხმას ვერ ვიღებთ, გვეშინია, დათო გვემუქრება – ქუჩის გადაღმაც მოგვწვდებით! აქაურობა სულ მე მინდაო... არ ვიცი რა დასახლებას აკეთებს იქ, მაგრამ ასე თქვა. გამოსახლების დროს, რა თქმა უნდა, პოლიციის შემადგენლობა იყო მოსული და უბნის ინსპექტორს რომ დაველაპარაკე, მითხრა – როსტომაშვილი თავის სტატუსით და მდგომარეობით (მაშინ დათო პოლიციის დეპარტამენტში, დაცვის პოლიციაში იყო) ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ ეს პროცესი დააჩქაროსო!»

     ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ სკანდალური ინტერვიუდან, რომელიც ექსკლუზიურად, დოკუმენტებთან ერთად, ორშაბათს გაზეთ «ალიაში» დაიბეჭდება.

     «ალია», ნინო ლაბარტყავა

    http://alia.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...