Загрузка...
ასწლოვანი ტიტა გახმა, ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს (ექსკლუზივი)
2017-06-16 00:46:44
loading...
  • ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასწლოვანი ტიტა გახმა. ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს (ექსკლუზივი)

    პირველი ხე, ასწლოვანი ტიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან გადაიტანეს გახმა-ამის შესახებ "გურიის მოამბეს" შეკვეთილიდან, ადგილობრივებმა აცნობეს.

    ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი. გამხმარი ხე, უკვე მოჭრეს-გვეუბნება ის. 

    "ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს"-გვეუბნება ერთ-ერთი მუშა. 

    ის, რომ ასწლოვანი ხე ტიტა ვერ გადარჩა და მის მოჭრაზე იყო საუბარი, "გურიის მოამბეს" რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთიდანაც შეატყობინეს.

    გუშინ საღამოს კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხე მოჭრეს. 

    ტიტა, პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა. 

    ასწლოვანი ტიტა  ციხისძირიდან გადმოიტანეს. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში  5 დღის განმავლობაში  იყო გაჩერებული. შეკვეთილის სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე ბეტონის ფილების დასაგებად სამუშაოები ორი დღე მიმდინარეობდა. ტიტას ხე 650 ტონიანას იწონოდა.

    საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა, როგორ გადაჰქონდათ ნავით ზღვაში უზარმაზარი ხე – ამის შესახებ BBC წერდა.

    ის, რომ გურია -აჭარიდან პარკში გადატანილი ასლოვანი ხეების გადარჩენა სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ექსპერტებიც საუბრობდნენ. 

    ტიტას გარდა, ივანიშვილის კიდევ ერთი დენდროლოგიური მარცხი ასწლოვანი წიფელი იყო. რომელიც სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა. 

     

    «უკან

    http://guriismoambe.com



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...