სასწრაფოდ : ქალაქის ვიცე მერის ბინა დააყაჩაღეს ნიღბიანები ძიძას ფიზიკურად გაუსწორდნენ
2017-06-15 23:59:57
loading...
  • გორში ქალაქის ვიცე მერის ბინა დააყაჩაღეს. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიამები ბინაში იმ დროს შიჭრნენ, როდესაც ვიცე მერი გოგა რაზმაძე და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. სახლში ძიძა იმყოფებოდა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს უვლის. ადგილობრივი სააგენტო Qartlis.ge მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ძიძას ნიღბიანებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. უცნობია რა რის წაღება შეძლეს მძარცველებმა სახლიდან.

    მომხდარ ფაქტს შსს ადასტურებს, როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე 179 მეორე და მესამე მუხლით დაიწყეს გამოძიება, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

    newposts.ge



  • loading...





    BUM.GE