"კვირიკაშვილს თეთრ სახლში უბრძანეს, ამერიკასა და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთოს"
2017-05-15 19:21:46
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები- ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე გაზეთ ასავალ-დასავალთან საუბრობს. მისი თქმით, ამერიკაში გიორგი კვირიკაშვილი არჩევანის წინაშე დააყენეს:

    „კვირიკაშვილს თეთრ სახლში უბრძანეს, ამერიკასა და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთოს. კვირიკავილი რას იზამს და ბიძინა როგორ მოიქცევა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მთავრობის მეთაურის დაბარება, რომ ივანიშვილის პოლიტიკურად განეიტრალებასა და მისთვის „ჩრდილოვანი ძალაუფლების“ ჩამორთმევას ემსახურება ამაში დარწმუნებული ვარ. ამერიკაში ივანიშვილს ბოლომდე არ ენდობიან და ეშინიათ რომ მან შესაძლოა რუსეთისკენ გადადგას ნაბიჯი. ამიტომ თეთრი სახლის მიზანია, ბიძინას სრულად ჩამოერთვას გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

    წყარო „ასავალ-დასავალი“



  • loading...