თბილისში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს
2017-05-15 11:02:22
  • თბილისში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ამჟამად პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის ექიმები არ საუბრობენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2 დღის წინ, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. დათუნაშვილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდიანრეობს.

    შეძლებს თუ არა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას, რომელიც რამდენიმე თვეში იმართება, უცნობია. ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ არც ჭიდაობის ფედერაციაში.



  • loading...