მასწავლებელი არასრულწლოვანთან ინტიმური კავშირის დამყარებისთვის იძებნება [ფოტო]
2017-05-11 12:07:33
loading...

  • რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში სკოლის მასწავლებელი 15 წლის მოზარდთან ინტიმური კავშირის დამყარებისთვის იძებნება.

    ინფორმაციას რუსული სააგენტო life.ru ავრცელებს. როგორც ირკვევა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სქესობრივი კონტაქტი თითქმის ორი წელია გრძელდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათი სამოყვარულო პორნო ვიდეო შემთხვევით პოლიციას ჩაუვარდა ხელში.

    24 წლის პედაგოგმა სამართალდამცველებს თავად მიმართა საკუთარი ბინის გაძარცვის გამო. გამოძიების დაწყებისას მაქსიმის სახლის დათვალიერება გახდა საჭირო, სადაც პოლიციამ ზემოთ აღნიშნულ ვიდეო ფირებს მიაგნო. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაქსიმესთან ერთად ფოტოსა და ვიდეოზე აღბეჭდილი მოზარდი თავისივე მოსწავლე იყო.

    დაკითხვაზე დაბარებულმა მოზარდმა აღიარა, რომ მათი კონტაქტი ორივე მხარის მიერ ნებაყოფლობითი იყო და მასწავლებლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებდა.

    რაც შეეხება მაქსიმს, როდესაც შენიშნა, რომ პოლიციამ მისი სახლიდან ფირები წაიღო, მიხვდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა არასრულწლოვანთან ინტიმური კავშირისთვის და ქალაქიდან გამგზავრება მოასწრო. როგორც გამოძიება აცხადებს, მას 16 წლამდე პატიმრობის აღკვეთა ემუქრება.

     

    წყარო: life.ru


     
    ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათზე
     
    ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათზე
     
    ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათზე
     
    ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათზე

    droni.ge



  • loading...
    Загрузка...