"მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!"
2017-05-08 19:13:23
loading...
  • მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ვიზიტს საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:

    "ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ "მოსკოვის რაიონი" დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!" წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

    pirveliradio.ge

     



  • loading...
    Загрузка...