კანონიერი ქურდი ნიკა დგებუაძე აფხაზმა ქურდებმა პისტოლეტის კონდახებით სცემეს
2017-05-08 17:05:27
loading...

  • ე.წ. კანონიერი ქურდი ნიკა დგებუაძე, კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც "ნიკა გაგრინსკი", აფხაზმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა პისტოლეტის კონდახებით სცემეს. 

    რუსული, კრიმინალურ თემებზე ორიენტირებული პრესა წერს, რომ "ნიკა გაგრინსკი" კლინიკაშია გადაყვანილი და ქალა-ძვლის მოტეხილობა, ასევე, ტვინის შერყევა აღენიშნება.

    ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა დგებუაძე გაგრაში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩავიდა. როგორც წესი, "დიპლომატიური მისიით" ჩასულ "კანონიერებს" არ ერჩიან, თუმცა აფხაზმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა "ხასამ"(ალხას ავიძბა) და "ასტიკმა"(ასტამურ შამბა), რომელთა შესახებ ერთერთ შეხვედრაზე გაგრაში ნიკა დგებუაძემ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა (განაცხადა, რომ მათ შესახებ აფხაზეთის გარეთ არავინ არაფერი იცის და თუ იცნობენ, იცნობენ არა "ქურდებად", არამედ "ლოხმაჩებად"), ეს ტრადიცია დაარღვიეს და მას შემდეგ, რაც ნიკა დგებუაძე გაგრის დატოვებას აპირებდა, ორი მანქანით დაეწიენ, გზა გადაუჭრეს, მანქანიდან გადმოიყვანეს და პისტოლეტის კონდახები ურტყეს თავში, შემდეგ კი გზაზე მიატოვეს და გაიქცნენ. ერთერთი ვერსიით, ნიკა დგებუაძე კლინიკაში გამვლელებმა გადაიყვანეს. 

    როგორც რუსული პრესა წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ეს კონფლიქტი გაგრძელებას აუცილებლად ჰპოვებს, რადგან "ნიკა გაგრინსკი" იქ არა თავისი ნებით, არამედ "კანონიერი ქურდების" ჯგუფის დელეგირებით იყო ჩასული და მისი ცემა ამ ავტორიტეტების შეურაცხყოფად აღიქმება.

    "მით უმეტეს, რომ ნიკას მედიატორად გაგზავნის ინიციატორებს სათავეში უდგას "კანონიერი ქურდი" გულო (ნადირ ნარიმან ოღლი), რომელიც არაადეკვატური კოლეგებისადმი დიდი ლოილაობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა", - წერს რუსული პრესა. 

    http://allmedia.ge



  • loading...
    Загрузка...