მასშტაბური და უპრეცედენტო კორუფციული სქემა- 10 მილიონი მაღალი თანამდებობის პირებზე ნაწილდება
2017-05-08 15:15:52
loading...

  • სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" თბილისის მერიას, გამგეობებს და თბილისის საკრებულოს კორუფციაში ადანაშუალებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქმე ეხება მასშტაბურ კორუფციულ სქემას, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გახსნილ უფასო სასადილოებს უკავშირდება. ვაშაძის მტკიცებით, 39 ათას 251 რეგისტრირებული ბენეფიციარიდან 20 ათასზე მეტი ბენეფიციარი უფასო სასადილოებით არ ან ვერ სარგებლობს, მერია კი 39 ატას ბენეფიციარისთვის განკუთვნილ თანხას ურიცხავს კომპანიებს. ახალი საქართველოს ლიდერი ირწმუნება, რომ 10 მილონამდე ლარი მაღალი თანამდებობის პირების "ჯიბეში მიდის".

    „სამ თვიანი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მასშტაბური და უპრეცედენტო კორუფციული სქემა, რომელიც აწყობილია თბილისის მერიაში, გამგეობასა და საკრებულოში საქმე ეხება უფასო სასადილოებს, რის ხარჯზეც ყოველწლიურად 8- 10 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ გამგეობის, მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სისტემური კორუფციის უპრეცედენტო სქემა, რომელიც შექმნილია დღეს საქართველოში. კერძოდ საქმე ეხება 39 ათას 251 ბენეფიციარს, რომელიც თითქოსდა უფასოდ უნდა იკვებებოდეს ყოველდღიურად თბილისში. სამწუხაროდ მონიტორინგის შედეგებმა დაადგინა, რომ 20 ათასზე მეტი ბენეფიციარის რიგი ბარირებისა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ვერ მიდის ამ უფასო სასადილოებში, მერია კი უკლებლივ თითოეულ თეთრს ურიცხავს კომპანიებს და შესაბამისად წელიწადში 16-17 მილიონ ლარს. აქედან 8 -10 მილიონი ლარი ნაწილდება კომპანიის წარმომადგენლებზე, მაღალი თანამდებობის პირებზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    http://pirveliradio.ge



  • loading...
    Загрузка...