--
სკანდალი- დააკავებენთუ არა ნინო ბურჯანაძის შვილს ანზორ ბიწაძეს
2017-05-08 14:45:48
  • 2011 წლის 26 მაისს "სახალხო კრების" აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ მთავარ პროკურატურას მიმართა. ანა აზაურაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის მაშინდელმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ბიბილური აღნიშნულ შემთხვევაში საჭესთან არ იჯდა და მაშინ მანქანას ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე მართავდა.

    „ჩემი პირადი გამოძიებით და ხალხისგანაც ვიცი, რომ საჭეს მაშინ ანზორ ბიწაძე მართავდა. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივედი, მაშინ იქ გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი დამხვდნენ. მათ მითხრეს, რომ ზედმეტი პოლიტიკური დაძაბულობის და გამწვავების გამო, საქმეზე ალექსანდრე ბიბილური დააკავეს, თუმცა რეალურად, საჭესთან ანზორ ბიწაძე იჯდა. ვითხოვ, 6 წლის მერე მაინც გავიგო, ვინ არის ჩემი შვილის რეალური მკვლელი“,- აცხადებს ანა აზაურაშვილი.

    http://pirveliradio.ge



  • loading...
    Загрузка...