დააკავებენ თუ არა მეკო კვირიკაშვილს- რას აცხადებს ადვოკატი
2017-05-07 00:34:57

  • 2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ამ დრომდე უცნობია დადგება თუ არა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ავარიის დროს X5 მარკის ავტომობილს მართავდა. რა ეტაპზეა გამოძიება და როდის იგეგმება საქმეზე სასამართლო პროცესი, Ambebi.ge მეკო კვირიკაშვილის ადვოკატს, ნუკრი კვინიკაძეს დაუკავშირდა:

    - გადაწყდა თუ არა, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი?
    - ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ამ დღეებში გადაწყდება და შეგატყობინებთ...

    - რა პროგნოზები გაქვთ? როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა მერაბ კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი?
    - ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ბრალდების მხარე - პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. მძიმე მუხლია და ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. შესაძლოა აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისროს, ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული. როცა ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, შეგატყობინებთ ყველაფერს.



    Ambebi.ge



  • loading...