--
ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ალინასგან - რას ამბობს შსს შეტყობინებაზე, რომელიც Viber-ში უამრავმა ადამიანმა მიიღო
2017-05-06 20:15:01

  • ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ შეტყობინებას ასაჯაროვებს, რომელიც მისმა ქალიშვილმა Viber-ში მიიღო.

    "ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელწფონის ნომერიც. ამ ნაბიჭვრებს რეკლამა რომ არ გაუკეთო. WTF????? გძინავთ ხალხო? რა ჯანდაბაა ესა??? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს შინაგან საქმეთა 

    სამინისტრო"-წერს  ჟურნალისტი. 

    შეტყობინება ვინმე ალინას სახელით არის გამოგზავნილი და დეტალურად არის აღნიშული რა სახის ნარკოტიკის შეძენა არის შესაძლებელი კონკრეტულ ნომერზე დარეკვის შედეგად. 

    კომენტარებში დაჩი გრძელიშვილს უწერენ, რომ მსგავსი ტიპის შეთავაზება სხვებსაც მიუღიათ. რა ხდება რეალურად, ვინ სთავაზობს ინტერნეტით ნარკოტიკის შეძენას ახალგაზრდებს, ამის გასარკვევად Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა:

    "შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და ამ მიმართულებთ მუშაობს. დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს"- აცხადებენ უწყებაში.


    თამარ ბოჭორიშვილი

    Ambebi.ge



  • loading...
    Загрузка...