--
ბერძენი ექიმი მოკლულ ქართველ ემიგრანტს დაჟინებით იწვევდა საოპერაციოდ - ახალი დეტალები
2017-05-06 14:26:08

  •  

    ქართველი ემიგრანტი გია კლვარაცხელია, რომელიც საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის, სამი შვილის დედის მკვლელობის დეტალებს სწავლობს, ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ახალ დეტალებსა და მოკლულის ვინაობას ასაჯაროვებს. 

    ბერძნული მედიის მასალებიდან ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმი სოციალური ქსელის მიმოწერის მეშვეობით, კოსმეტიკური მიზეზებითა და სხვადასხვა მოტივაციით, დიდხანს და დაჟინებით მოუწოდებდა 36 წლის დიანა ბერიძეს, ოპერაცია გაეკეთებინა. 

    ბერძნული მედია წერს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არა სამედიცინო მანიპულაციების დროს დაღუპვასთან, არამედ წინასწარგანზრახულ მკვლელობასთან. 

    "ჟურნალისტ ადონის სროიდერს ესაუბრა მოკლული დიანა ბერიძის მეგობარი, ბერძენი ფარმაცევტი კატერინა სიოტა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა (ანგიოქირურგის და პაციენტის), სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაო ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ექიმი დაჟინებით მოუწოდებდა მას ოპერაციის გაკეთებას (კოსმეტიკური მიზნებით და ქათინაურებით) და ბოლოს, დაიყოლია ოპერაციაზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წინასწარ განზრახულ მკვლელობასთან ან წინასწარდაგეგმილ ძალადობასთან გვქონდეს საქმე.

    ქალბატონი სიოტა ძალზედ დადებითი სიტყვებით ახასიათებს დიანა ბერიძეს სიცოცხლეში და აღნიშნავს, რომ ის უსათნოესი ქალბატონი იყო და სამსახურის, სახლის და ოჯახის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებდა", - წერს სოციალურ ქსელში გია კვარაცხელია.

    შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს მოკლული ქალის ცხედარი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელ პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში.

    ქალის ორგანიზმში აღმოჩნდა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

    ბრალდებულმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა.

    allmedia.ge



  • loading...
    Загрузка...