--
ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, 8 თვის წინ სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდება?
2017-05-05 23:18:42

  • შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე 3 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს, წარსულში მომხდარ რა კონფლიქტს ემსხვერპლა 26 წლის გიორგი შარაშენიძე, თუმცა AMBEBI.GE-მ მოიპოვა ინფორმაცია იმაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა.

    AMBEBI.GE-ს წყაროს ინფორმაციით, გიორგი შარაშენიძეს და ბ. ჩ-ს შორის წარსულში დაპირისპირება ძმები ჯოხაძეების და სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულის - ბადუკა მნათობაძის გამო მოხდა. გარდაცვლილი შარაშენიძე ბადუკა მნათობაძის მეგობარი იყო, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ბ.ჩ გიორგი და სოსო ჯოხაძეების მეგობარია.

    სოსო ჯოხაძე


    შეგახსენებთ, გახმაურებული მკვლელობა ვაკეში 2016 წლის სექტემბერში მოხდა. სოსო ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა 2 სექტემბერს, დღისით დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. სოსო ჯოხაძის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა იყო. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ბადუკა ნათობაძე მალევე დააკავეს და ის ახლა სასჯელს იხდის (წაიკითხეთ: ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან) 


    ბადუკა ნათობაძე
    აღსანიშნავია რომ, სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ, მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ჯოხაძის მეგობრებს ნათობაძის

     

    ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?! 

    არის თუ არა კავშირი თბილისში 8 თვის ინტერვალით მომხდარ ორ გახმაურებულ მკვლელობას შორის, ამის გასარკვევად შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარის ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.

    თამარ ბოჭორიშვილი
    AMBEBI.GE



  • loading...
    Загрузка...